დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში, რის გამოც მოიმატებს სხვადასხვა სახის დაბრკოლებები იდეების რეალიზაციის, მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის კუთხით. რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის და მეტ სირთულეებს ქმნის, ეს დაბრკოლებები ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება თვალშისაცემი.
ვერძი:
ვერძებო, პირველ რიგში, თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა შემცირებას იწყებს, რის გამოც ჯანმრთელობაც ნაკლებად მდგრადი ხდება. შესაბამისად, მოერიდეთ გაციებასა და გადაღლას, რისი ტენდენციაც საკმაოდ მაღალია. მეტად იჩენს თავს ფსიქო-ემოციური მდგომარეობის არასტაბილურობა, აქედან გამომდინარე მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა. ფარულ მტრებს, მოშურნეებსა და ორპირ ადამიანებს არ სძინავთ. ისინი განსაკუთრებით აქტიურდებიან თქვენს ზურგს უკან. ამიტომ აკონტროლეთ სიტუაცია, ენას კბილი დააჭირეთ, დაიცავით საიდუმლოებები და იმოქმედეთ დაფიქრებულად, რათა შეცდომები არ დაუშვათ.
კურო:
მიუხედავად იმისა, რომ კუროს ნიშნით დაბადებულთა ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება და უფრო აქტიურებიც ხდებით, დედამიწის უარყოფითი ენერგოველი მაინც ქმნის გარკვეულ სირთულეებს. მაგალითად, პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას უახლოეს გარემოცვასთანაც კი. ეს არის დანაკარგების, განშორებისა და კონფლიქტების მომატების პერიოდი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამ პერიოდში მაქსიმალური მოთმინების გამოჩენა გმართებთ, უნდა ისწავლოთ სხვისი აზრის მიღება-გაზიარება და არა სიჯიუტის გამოვლენა. გაითვალისწინეთ, რომ ოქტომბერში დაწყებული ზოგიერთი საოჯახო პრობლემა შესაძლოა ახლაც გაგრძელდეს. მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობები როგორც სახლში, ისე სამსახურში, რადგან დაძაბულობამ შესაძლოა საერთო სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოს.
ტყუპები:
ტყუპების ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და მოერიდეთ ზედმეტ რისკებსა თუ სარისკო ნაბიჯებს. შეამჩნევთ, რომ თქვენს ირგვლივ სიტუაცია და ადამიანები უფრო აგრესიულები, სულსწრაფები და უსამართლოები ხდებიან, რაც ბუნებრივად ზრდის კონფლიქტებისა და ნეგატიური ენერგიის ალბათობას. ამ ფონზე შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს ურთიერთობებში და არ არის გამორიცხული, ნაცნობების ძველი წრე თქვენთვის აღარ იყოს საინტერესო. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ შეინარჩუნოთ სტაბილური კავშირი ხელმძღვანელებსა და კოლეგებთან, რათა აქ ურთიერთობა არ დაიძაბოს.
კირჩხიბი:
კირჩხიბებისთვის ენერგოტონუსი და ჯანმრთელობის მდგომარეობა მდგრადია, ნელ-ნელა მატულობს შრომისუნარიანობაც, თუმცა ეს ფინანსური კრიზისის პერიოდია. შესაძლოა მოხდეს შტატების შემცირება (რაც ფინანსურად უარყოფითად აისახება თქვენზე), ფირმის/ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან თუნდაც თანხის დაკარგვა-მოპარვა. ამ მხრივ იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რათა თავიდან აიცილოთ კრიზისული სიტუაციები. ეს ნამდვილად არ არის მშვიდი პერიოდი და ზოგიერთი თქვენი იმედი შესაძლოა არ გამართლდეს. შესაძლოა ვერ მიიღოთ ის მატერიალური სახსრები, დახმარება ან დოტაცია, რომელსაც ელოდებოდით, რაც იძულებულს გავხდით გადახედოთ არსებულ გეგმებს. ამასთან, ეცადეთ შეინარჩუნოთ სტაბილურობა შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობაში, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ აირიოს.
ლომი:
ლომების ენერგოტონუსი მცირდება და ჯანმრთელობაც ნაკლებად მდგრადია, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტ გადაღლას. ამ პერიოდში თქვენში მატულობს რომანტიკული განწყობა, თუმცა ამგვარმა განწყობამ და მსუბუქმა, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შესაძლოა პრობლემები მოიტანოს პირად ურთიერთობებში, ზოგ შემთხვევაში კი კანონთანაც. მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო და საოჯახო პრობლემების წამოჭრა, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ეს პერიოდი ნაკლებად უზრუნველყოფს ემოციურ სტაბილურობას და შესაძლოა გარკვეული სირთულეები შექმნას კარიერული კუთხითაც. მემკვიდრეობით საკითხებს ამ ეტაპზე ვერ გადაწყვეტთ. ეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, რადგან დაძაბულობა ყველა სხვა სფეროზეც უარყოფითად აისახება.
ქალწული:
ქალწულებისთვის ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება და ეს ნიშანი მეტად აქტიური, ენერგიული, შრომისუნარიანი და ნებისყოფითი ხდება. თუმცა, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, გაითვალისწინეთ, რომ ბევრი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ კონფლიქტების ნეიტრალიზაციასა და არაკეთილმოსურნეების დაშოშმინებაზე. გარშემომყოფები შესაძლოა შეეცადონ თქვენს ზურგს უკან ინტრიგებისა და ჭორების გავრცელებას, რათა შელახონ თქვენი ავტორიტეტი. ეს არის ურთიერთობების ტრანსფორმაციის პერიოდი, უკეთ გაიცნობთ ირგვლივ მყოფებს და შესაძლოა დაინახოთ იმ ადამიანების რეალური სახე, რომლებზეც სრულიად სხვა წარმოდგენა გქონდათ. ასევე მაღალია ინფორმაციული შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ცნობებს, მაღალია მოტყუების მცდელობა. დოკუმენტებსა და ხელშეკრულებებზე ხელმოწერისას ყურადღებით გადაამოწმეთ თითოეული პუნქტი.
სასწორი:
სასწორებისთვის ენერგოტონუსი და ორგანიზმის იმუნიტეტი მცირდება, ამიტომ ნუ გადაიღლებით და მოერიდეთ რისკიან მოქმედებებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ენერგიას ჯერ კიდევ ინარჩუნებთ, ნელ-ნელა იგრძნობთ მის კლებას. მოსალოდნელია, რომ გარშემომყოფებმა თქვენი კეთილგანწყობა, ძალა, შესაძლებლობები, დრო თუ ფინანსები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ, რაც ზოგჯერ თქვენს საწინააღმდეგოდაც იმოქმედებს და ურთიერთობებში დაძაბულობას გამოიწვევს. ზოგიერთი ნათესავი თუ მეგობარი შეეცდება თავს მოგახვიოთ საკუთარი აზრი და ხედვა სხვადასხვა სიტუაციაზე, რაც დროდადრო კონფლიქტის მიზეზი გახდება. იყავით ყურადღებით, რათა არ გააუარესოთ ურთიერთობები.
მორიელი:
ამ პერიოდის მთავარი ფავორიტი მორიელია. მზე ამჟამად მორიელის ზოდიაქოშია, რის გამოც უმჯობესდება ჯანმრთელობა, მოიმატებს ენერგია, ინიციატივა, სიმამაცე, ლიდერული თვისებები და ინტუიცია, რომელზე დაყრდნობითაც სწორად იმოქმედებთ. თუმცა, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ირგვლივ მყოფებთან კონფლიქტების ალბათობამ მაინც შესაძლოა იმატოს. გარშემომყოფები იქნებიან ზედმეტად ჯიუტები და ეგოისტები, რის გამოც გაჭირდება კომპრომისების პოვნა და სხვისი პოზიციის გაზიარება, ამან კი შესაძლოა საპასუხო რეაქციები გამოიწვიოს. შესაძლოა მოგიწიოთ ზოგიერთ გეგმაზე უარის თქმა ან მათი განახლება, რაც მარტივად არ მოხდება. ზოგიერთი თქვენგანი დადგება ყოველდღიური რუტინული საქმეების შესრულების წინაშე, რაც შეზღუდავს თქვენს მოქმედებებს. მიუხედავად ამისა, სხვა ნიშნებთან შედარებით, მორიელი მაინც ყველაზე იღბლიანი და წარმატებული იქნება.
მშვილდოსანი:
მშვილდოსნების ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადი ხდება. ნუ იქნებით სულსწრაფი და მოუთმენელი, მოერიდეთ გაციებასა და გადაღლას. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა სხვათა მხრიდან სერიოზული კრიტიკის წინაშე აღმოჩნდეს. მოსალოდნელია იდეათა კრიზისი და გაუგებრობები გარშემომყოფებთან. ეს პერიოდი არ ვარგა ხელშეკრულებების დასადებად, ახალი კავშირების დამყარებისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისა და უცხოეთში მივლინებებისთვის. იწყება დაბადების დღის წინა რთული პერიოდი, ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები გააქტიურდება, ამიტომ ენას კბილი დააჭირეთ, დაიცავით საიდუმლოებები, ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს და აკონტროლეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობას. იმატებს დაბრკოლებები საქმიანი წინსვლის კუთხით, განწყობაც ფუჭდება და ზოგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ სხვათა ალოგიკური ქმედებების გაგება, რამაც შესაძლოა დამატებითი პრობლემები წარმოქმნას.
თხის რქა:
თხის რქის ენერგოტონუსი მატულობს და ჯანმრთელობაც უფრო მდგრადია, რაც იმას ნიშნავს, რომ გახდებით უფრო ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი და შრომისუნარიანი. თუმცა, პერიოდის ნეგატიური გავლენა იმაში გამოიხატება, რომ თქვენი სურვილი, დაიკავოთ ლიდერული პოზიცია (მათ შორის კოლექტივში), შესაძლოა პირდაპირ დაეჯახოს სხვათა მხრიდან წამოსულ უნდობლობასა და სარკასტულ შენიშვნებს. გარდა ამისა, მოსალოდნელია პრობლემები დაჯარიმებასთან ან ქურდობასთან დაკავშირებით. მთლიანობაში პერიოდი დინამიურია, თუმცა მშვიდი მას ნამდვილად არ ეთქმის. იმატებს დაძაბულობა ურთიერთობებში. ზოგიერთი ფინანსური ოპერაცია ან შენაძენი შესაძლოა არ წავიდეს ისე, როგორც გეგმავდით, რამაც გარკვეული სირთულეები შექმნას. იყავით ფრთხილად ახალი იდეებისა და მეთოდოლოგიის დანერგვისას, ინტერნეტში მიღებული ინფორმაციაც გადაამოწმეთ, რადგან მაღალია ყალბი ცნობების ალბათობა.
მერწყული:
მერწყულების ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ჯანმრთელობაც ნაკლებად მდგრადია, ამიტომ მოერიდეთ გაციებას, გადაღლასა და აკონტროლეთ ემოციური მდგომარეობა. ურთიერთგაგების ნაკლებობის გამო რთულდება მოლაპარაკებები პარტნიორებთან და იმატებს მათი მხრიდან კრიტიკის საბაბი (ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად-სასიყვარულო სფეროს). ეს პერიოდი ნაკლებად კომფორტულია, დროდადრო შინაგან დაღლილობასაც იგრძნობთ. მოიმატებს სიჯიუტე, რაც კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი კავშირი კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან, რათა ეს არ გახდეს კარიერული შეფერხების მიზეზი.
თევზები:
თევზებისთვის ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა და განწყობა უმჯობესდება, იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი და თვითრწმენა. მოსალოდნელია ინტუიციის მატებაც, რისი წყალობითაც კარგად დაიცავთ საკუთარ პოზიციას და არ შეგაშინებთ კონფლიქტებში შესვლაც კი. თუმცა, ნუ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს, რათა შეცდომები არ დაუშვათ. ეს პერიოდი ხელსაყრელია უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვის (ორშაბათის გარდა, დანარჩენი დღეები საკმაოდ პროდუქტიულია), ასევე უცხოეთში მგზავრობა, მოგზაურობა თუ მივლინება საკმაოდ ნაყოფიერი იქნება.
გეომაგნიტური დღეები:
12-ვე ზოდიაქოს ნიშანს მართებს ყურადღება ამ კვირის გეომაგნიტური დღეების მიმართ. ეს ის პერიოდია, როდესაც მეტი პრობლემა ექმნება ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვალებადობა და სხვა დისკომფორტი. ამიტომ ხშირად გაიზომეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სათანადო პროფილაქტიკური საშუალებები.
გეომაგნიტური დღეებია:
- ორშაბათი (პირველ რიგში, სავსემთვარეობის მძიმე დღე)
- სამშაბათი (27 ოქტომბერი)
- ხუთშაბათი (29 ოქტომბერი)
- კვირა (1 ნოემბერი)