LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი, ქენდის სვეინპოლი და ჯოან სმოლსი ერთმანეთს ტომ ბრედის გამო დაერივნენ

689
Untitled Design (5)

მედიაში Victoria’s Secret-ის ანგელოზებსა და წლების განმავლობაში ახლო მეგობრებად მიჩნეულ სუპერმოდელებს, ირინა შეიკს, ქენდის სვეინპოლსა და ჯოან სმოლსს შორის არსებულ შესაძლო დაპირისპირების მიზეზზე ალაპარაკდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი შესაძლოა ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი და ჟიზელ ბუნდჰენის ყოფილი მეუღლე, ტომ ბრედი იყოს.

ვიდეო: ტომ ბრედიმ ირინა შეიკი 25 წლის მოდელზე გაცვალა

როგორც ცნობილი პლატფორმა Deuxmoi წერს, ჯოან სმოლსი ბრედსს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა. გავრცელებული ვერსიით, ქენდის სვეინპოლი მეგობრის ურთიერთობას სიფრთხილით ეკიდებოდა და მას ჟიზელ ბუნდჰენის მიმართ პატივისცემის გამოხატვისკენ მოუწოდებდა. თუმცა, როგორც ამბობენ, ჯოანისა და ტომის დაშორების შემდეგ თავად ქენდისი და სპორტსმენი დაახლოვდნენ.

ამ ისტორიაში ირინა შეიკიც ფიგურირებს. მოდელი და ტომ ბრედი არაერთხელ გადაიღეს ერთად, მათ შორის რომანტიკულ ვითარებაში.

ვიდეო: „ქალური კონკურენცია დამანგრეველია!“ – ირინა შეიკმა „კანის კინოფესტივალზე“ იგივე კაბა მოირგო, რაც ჟიზელ ბუნდჰენმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები