LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ვარსკვლავური წყვილი – სოფია ვერგარა და Imagine Dragons-ის ვოკალისტი ხელჩაკიდებულები შეამჩნიეს

432
photo-collage.png (2)

ჰოლივუდში ახალი ვარსკვლავური წყვილის შესახებ ჭორები აგორდა.

მსახიობი სოფია ვერგარა და ჯგუფ – Imagine Dragons-ის ვოკალისტი დენ რეინოლდსი ბევერლი-ჰილზში რომანტიკულ გარემოში სადილობისას გადაიღეს.

გამოცემა TMZ-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური კადრების მიხედვით, სერიალ – Modern Family-ის 54 წლის ვარსკვლავი და 39 წლის მუსიკოსი შაბათ საღამოს, ცნობილ იტალიურ რესტორან Cipriani-ში იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, სადილის განმავლობაში რეინოლდსს ვერგარას ხელი ეჭირა, მსახიობი კი მისკენ ღიმილით იყურებოდა.

წყვილი რესტორანში მარტო არ ყოფილა. მათ გვერდით ისხდნენ მეგობრები, მათ შორის ცნობილი ბრენდის, Anastasia Beverly Hills-ის დამფუძნებელი – ანასტასია სოარე.

მეგობრული კომპანიის მიუხედავად, ინტიმური ჟესტები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. საღამოს ბოლოს, სოფიამ და დენმა შენობა ფარულად, უკანა გასასვლელიდან ერთად დატოვეს.

ამ შეხვედრამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან სულ რაღაც სამი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დენ რეინოლდსი მსახიობ მინკა კელის დაშორდა, რომელთანაც თითქმის 4 წელი აკავშირებდა. სოფია ვერგარა კი, თავის მხრივ, 2024 წელს ოფიციალურად დაცილდა მსახიობ ჯო მანგანიელოს.

ჯერჯერობით არცერთ მხარეს ან მათ წარმომადგენელს ოფიციალური კომენტარი შესაძლო რომანის შესახებ არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები