„იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პრაიმშოუ“ სტუმრობისას, მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა ტოქსიკურ ურთიერთობებზე, მანიპულაციებსა და ცხოვრებისეულ სცენარებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, წარსულში მიღებული მძიმე გამოცდილება და ტოქსიკური ადამიანებთან ურთიერთობა ადამიანს საკუთარი თავის გადარჩენისა და პატიებისკენ უბიძგებს.
„თუ მართლა გიყვარვარ, ამას ჩემთვის გააკეთებ, ესეც არის მანიპულაცია, რასაკვირველია. იმიტომ, რომ იწყებ თავის მართლებას. გიყვარს თუ არ გიყვარს, უკვე აღარ იცი, მაგრამ უნდა დაუმტკიცო, რომ გიყვარს და ეს უნდა გააკეთო. ზუსტად შეიძლება არასწორად ვხსნი და ფსიქოლოგები უფრო ახსნიან კარგად, მაგრამ მთავარი რა არის იცით, ამ ყველაფერში?
ის ადამიანები, რომლებიც ასე გვათრევენ, ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ იმ ადამიანების, იმიტომ, რომ დგება მომენტი, როდესაც უნდა გადაირჩინო თავი, ცხოვრება გააგრძელო და წახვიდე წინ. მე მაგალითად, ძალიან დამეხმარა ფსიქოლოგია და მე თავად კიპლინგის წიგნი წავიკითხე.
ეს არის კიპლინგის რადიკალური პატიება, სადაც მივხვდი, რომ სცენარები მეორდება…
ზოგადად ასე ხდება, როდესაც ჩვენ ერთი და იგივე სცენარს გავდივართ ან შეიძლება უფრო მძიმე სცენარი გამოგვიგზავნოს სამყაროსგან მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, ჩვენ უნდა შევიყვაროთ ჩვენი თავი და ეს რადიკალური პატიება, რატომ იყო ეს წიგნი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მინდა, რომ მაყურებელმა წაიკითხოს და ძალიან დაეხმარებათ… ეს სცენარები მოდის, უარესი სცენარი შეიძლება მოვიდეს იმისათვის, რომ გამოგაფხიზლოს.
მთავარია აპატიო იმ ადამიანებს, გულწრფელად აპატიო, აი, ესე მართლა აპატიო და უთხრა მადლობა იმისათვის, რომ აი, ასე გაგიმწარეს ცხოვრება. რომ არა ეს, შენ ვერ გამოფხიზლდებოდი. უნდა იყო მადლიერი და პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია და უპირობოა, დარწმუნებული ვარ ფსიქოლოგები დამეთანხმებიან, საკუთარი თავი უნდა შეიყვარო, ამით უნდა დაიწყო.
და რაღაცნაირად მერე ასე ხდება, ლაგდება ყველაფერი, რომ როდესაც რაღაცა დაყენებული ზღვა არა, უბრალოდ მგონია, რომ დარწმუნებული ვარ უფრო სწორად, რომ ვეღარავინ ვეღარ გამიბედავს, ვეღარავინ ვეღარ მატკენს, ვეღარავინ ვეღარ მომაყენებს შეურაცხყოფას, ვეღარ იმანიპულირებს, იმიტომ რომ მე მაქვს უკვე ის ზღვარი, სადაც არ მოხდება ის, რაც შეიძლება მომხდარიყო ადრე.
და მოდი ჩვენ თავსაც დავაბრალოთ, რომ ის ადამიანები კი არ გვტკენდნენ, ჩვენ არ ვიყავით სათანადოდ მომზადებული ამ ცხოვრებისთვის, ჩვენ ვაძლევდით მათ ამის უფლებას და ჩვენ როგორც გვექცევიან, ამის უფლებას ჩვენ ვაძლევთ აბსოლუტურად ყველას“, – აღნიშნა ცისანა სეფიაშვილმა.
