LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-მა, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, მოგება 15-ჯერ გაზარდა

163
სამსუნგი

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა მესამე კვარტალში ჩიპების ბიზნესიდან მიღებული საოპერაციო მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15-ჯერ გაზარდა. ზრდის მთავარი მიზეზი ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ჩიპებზე მოთხოვნის მატებაა. მიუხედავად რეკორდული შედეგებისა, კომპანიის აქციების ფასი 6.2%-ით დაეცა, რადგან ინვესტორები აქციონერებისთვის დამატებითი თანხის დაბრუნების გეგმასა და უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს ელოდნენ.

ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით Samsung-ის საოპერაციო მოგებამ დაახლოებით 80 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ თანხის 99 % ჩიპების ბიზნესზე მოდის. მიუხედავად ამისა, შედეგი ანალიტიკოსების მოლოდინს მცირედით ჩამორჩა.

კონკურენტმა SK Hynix-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებისთვის საჭირო მეხსიერების ჩიპებზე შეკვეთები 2029 წლამდე სრულად შევსებულია, დეფიციტი კი შესაძლოა 2030 წლამდეც გაგრძელდეს. Samsung-ის ინფორმაციით, მომავალი წლისთვის მისი მაღალსიჩქარიანი HBM ჩიპების მარაგიც სრულად დაჯავშნილია. კომპანია ვარაუდობს, რომ ჩიპების დეფიციტი 2028 წლამდე გაგრძელდება, თუმცა ამ საკითხზე კონკურენტზე უფრო ფრთხილ პროგნოზს აკეთებს.

ინვესტორების უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი აქციონერებისთვის თანხის დაბრუნების ახალი გეგმის გადადება გახდა. Samsung ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იანვარში მიიღებს. მანამდე კომპანია მიმდინარე წელს აქციონერებისთვის დაახლოებით 67-82 მილიარდი დოლარის დაბრუნებას გეგმავდა.

მიუხედავად ძლიერი ფინანსური შედეგებისა, ინვესტორებს აინტერესებთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ჩიპებზე მაღალი მოთხოვნა და რა სარგებელს მიიღებენ თავად კომპანიის აქციონერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები