LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა დაბადების დღეზე ელიზაბეტ ტეილორის 6 მილიონ დოლარად შეფასებული სამკაულები მოირგო

221
download (1)

რეალითი შოუს ვარსკვლავსა და ბიზნესვუმენს, კიმ კარდაშიანს, 46-ე დაბადების დღეზე ამჟამინდელმა იმიჯმეიკერმა ლოუ როუჩმა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო. მან კიმს ლეგენდარული მსახიობის, ელიზაბეტ ტეილორის ექსკლუზიური Bvlgari-ს ზურმუხტისა და ბრილიანტის ყელსაბამი და საყურეები მოარგო. ისტორიული შედევრი იტალიაში, ბრენდის სპეციალურ სამუზეუმო სივრცეში ინახება.

სამკაულები, რომელთა ღირებულებაც 6 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, ტეილორს თავის დროზე მეუღლემ, რიჩარდ ბარტონმა აჩუქა. კიმმა, რომელიც სერიალის – All’s Fair მეორე სეზონის პრეს-ტურის ფარგლებში რომში იმყოფება, ძვირფასეულობის მორგების ემოციური კადრები Instagram-ის პირად გვერდზე გააზიარა.

„ახალი წლის დაწყება ელიზაბეტის ენერგიით შემიძლია. სწორედ ასე მინდა გავატარო მთელი ეს წელი – მისი მსგავსი შეუდარებელი, თამამი ხასიათითა და ქველმოქმედებით,“ – აღნიშნა კარდაშიანმა ვიდეოში.

ცნობილი ფაქტია, რომ კიმ კარდაშიანი ელიზაბეტ ტეილორის შემოქმედებისა და სტილის დიდი თაყვანისმცემელია. 2011 წელს მან მსახიობის აუქციონიდან 65,000 დოლარად მისი კუთვნილი სამი ნეფრიტის სამაჯურიც კი შეიძინა. კიმის თქმით, ეს სიურპრიზი მისთვის დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები