დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. 13 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა თბილისის საკონცერტო დარბაზიდან – იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.