LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაუჩინარდა ჰოლივუდის ლეგენდა? – მაიკლ დუგლასი 89 წლის ჯეკ ნიკოლსონზე საუბრობს

225
page

მა­იკლ დუ­გ­ლას­მა ახალ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვი­სი დიდი ხნის მე­გობ­რი­სა და ჰო­ლი­ვუ­დის ლეგენდის, ჯეკ ნი­კოლ­სო­ნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

მაიკლ დუგლასმა აღიარა, რომ 2013 წელს კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორებული იყო – 82 წლის მსახიობი გვიამბობს, თუ როგორ გადაარჩინა ქორწინება

დუ­გ­ლა­სის თქმით, ნი­კოლ­სო­ნი თავს კარ­გად გრძნობს, თუმ­ცა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ულ სამყაროს ჩა­მო­შორ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა­ არ სურს. ამის შესახებ pagesix წერს და ფოტოებს ავრცელებს.

„ვიცი, რომ ის კარ­გა­დაა, უბ­რა­ლოდ გაქ­რა. ვნა­ხუ­ლობ ხოლ­მე, ის კარ­გა­დ გრძნობს თავს. თა­ვის სახ­ლშია და ხში­რად ჩუს­ტე­ბით და­სე­ირ­ნობს. ხდე­ბა ხოლ­მე ასე. მან ეს და­იმ­სა­ხუ­რა. ჩემ­ზე რამ­დე­ნი­მე წლით უფ­რო­სია, მე მისი მეს­მის“, – აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა.

აღსანიშნავია, რომ 89 წლის ჯეკ ნი­კოლ­სონს ­კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არას­დროს გა­უ­კე­თე­ბია. 2010 წელს გა­მო­სუ­ლი ფილ­მის, How Do You Know-ის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი დიდ ეკ­რან­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც იშ­ვი­ა­თად ეს­წრე­ბა.

ბოლოს ნი­კოლ­სო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში 2025 წელს, გა­და­ცე­მა Saturday Night Live-ის 50 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ნახეს.

რაც შეეხება ჯეკისა და მაიკლის ურთიერთობას, მარ­თა­ლია, მსა­ხი­ო­ბებს ერ­თად არას­დროს უთა­მა­ში­ათ ფილმში, თუმ­ცა, მაიკლ დუ­გ­ლა­სი 1975 წლის სა­კულ­ტო ფილ­მის, „ვი­ღა­ცამ გუ­გუ­ლის ბუ­დეს გა­და­უფ­რი­ნა“ პრო­დი­უ­სე­რი იყო, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს სწო­რედ ნი­კოლ­სო­ნი ას­რუ­ლებ­და.

ჯეკ ნიკოლსონი მოხუცებულთა თავშესაფარში მოათავსეს? – 89 წლის მსახიობის ქალიშვილი ახალ ფოტოს ავრცელებს

ბერეტი და ხელჯოხი – 87 წლის ჯეკ ნიკოლსონის უიშვიათესი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები