ლეგენდარული მსახიობის, ჯეკ ნიკოლსონის ქალიშვილმა, ლორენმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გააზიარა კადრი, რომელშიც ოსკაროსანი მსახიობი, მშვიდ და მყუდრო გარემოშია აღბეჭდილი.
ფოტოზე ნიკოლსონი მხიარულად იღიმის და ტაშს უკრავს, გარშემორტყმულია ხელოვნების ნიმუშებით გაფორმებულ მისაღებ ოთახში, აცვია მუქი ფერის პოლო და ყავისფერი შარვალი. აღსანიშნავია, რომ ჯეკს რამდენიმე დღის წინ 89 წელი შეუსრულდა.
ამ ფოტომ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ბოლო წლებში მსახიობი თითქმის სრულად ჩამოშორდა საჯარო ცხოვრებას, ნიკოლსონი იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე.
გარდა ამისა, ფოტოზე ჩანს კიდევ ერთი ადამიანი, ხანში შესული ქალბატონი, რომლის ვინაობაც უცნობია. მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ მსახიობი შესაძლოა მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს.
ცნობისთვის, 36 წლის ლორენი ნიკოლსონის ექვსი შვილიდან ერთ-ერთია და მამასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს.
ბერეტი და ხელჯოხი – 87 წლის ჯეკ ნიკოლსონის უიშვიათესი გამოჩენა
მას 6 შვილი ჰყავს, თუმცა, მარტო ცხოვრობს – 85 წლის ჯეკ ნიკოლსონი ორი წლის შემდეგ პირველად გადაიღეს



