LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

85 წლის ჯეკ ნიკოლსონის უიშვიათესი გამოჩენა – „ოსკაროსანი“ ბიჭი შესანიშნავ ფორმაშია – ვიდეო რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ

182
page

ბოლო ორი წელია, ლეგენდარული მსახიობის, ჯეკ ნიკოლსონის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. ის საჯაროდ ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში, ვაჟთან ერთად საკალათბურთო თამაშზე გადაიღეს. ორი კვირის წინ კი ჯეკი ბევერლი-ჰილსზე მდებარე სახლის აივანზე დააფიქსირეს. სხვათა შორის ის არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა.

მას 6 შვილი ჰყავს, თუმცა, მარტო ცხოვრობს – 85 წლის ჯეკ ნიკოლსონი ორი წლის შემდეგ პირველად გადაიღეს

თუმცა, გვინდა დაგამშვიდოთ. 85 წლის ლეგენდა, კვლავ ფორმაშია. როგორ ჩანს, ის სახლიდან მხოლოდ საკალათბურთო თამაშის საყურებლად გამოდის ხოლმე. ამჯერად ნიკოლსონი ვაჟთან ერთად „ლეიკერსის“ მატჩს დაესწრო.

ამ დღეს ჯეკს „ველვეტის“ შინდისფერი შარვალი და ლურჯი პიჯაკი ამშვენებდა და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოები, ჯეკს დიდი ოვაციებით შეხვდა ლებრონ ჯეიმსი, შედეგად კი შესანიშნავი ფოტოები და ვიდეოები გამოვიდა, რომლებიც გულგრილს არავის დაგტოვებთ.

ჯეკ ნიკოლსონის 10 ყველაზე გამორჩეული კინოროლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები