LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას 6 შვილი ჰყავს, თუმცა, მარტო ცხოვრობს – 85 წლის ჯეკ ნიკოლსონი ორი წლის შემდეგ პირველად გადაიღეს

583
page

ბოლო ორი წელია, ლეგენდარული მსახიობის, ჯეკ ნიკოლსონის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. მისი გულშემატკივრები შეშფოთებულნი იყვნენ იმ ფაქტით, რომ მსახიობი სრულ მარტოობაში ცხოვრობს.

და აი, ორ წლიანი პაუზის შემდეგ  85 წლის ჯეკი ბევერლი-ჰილსზე მდებარე სახლში გადაიღეს. პაპარაცებმა ჯეკი მაშინ დააფიქსირეს, როცა დილით, აივანზე გამოვიდა. ის არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლსონი ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში, ვაჟთან ერთად გადაიღეს.

ცნობისთვის, ნიკოლსონი ოფიციალურ ქორწინებაში ერთხელ იმყოფებოდა, მას 6 შვილი ჰყავს, თუმცა ინსაიდერების ცნობით, 10 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში მარტო ცხოვრობს.

ჯეკ ნიკოლსონის 10 ყველაზე გამორჩეული კინოროლი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები