უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსდა პეტიცია, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას ითხოვენ. პეტიციის ავტორი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა ამ დრომდე ვერცერთი დაპირების შესრულება ვერ შეძლო.
“ოდესის მოსახლეობა რეალურ რეფორმებს ვერ ხედავს. სააკაშვილის ყველა რეფორმა მხოლოდ სიტყვებია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებში ხდება, ინტერვიუების მიცემა კი გუბერნატორს ძალიან მოსწონს”, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ დაპირებების მიუხედავად ოდესაში ერთი ინვესტორის არ გამოჩენილა.
„მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, გადააყენოს სააკაშვილი თანამდებობიდან. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. დროა, ეს გულწრფელად ვაღიაროთ”, – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის 100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნული ინიციატივა განიხილოს, 25 000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.