LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეიფორია

109
2b7b95f6-d06a-497b-9cb9-8d8abbab368c.jpg

2019 წელს გამოსულმა HBO-ს  სერიალმა ეიფორიამ, გამოშვებიდან მოკლე დროში თინეიჯერი მაყურებლის უდიდესი ყურადღება დაიმსახურა. ეს არის ამბავი, რომელიც ყვება ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრებას. სწორედ ამ პროექტში შესრულებული როლით გაიცნო ზენდაია ფართო აუდიტორიამ.

სერიალის პირველი სეზონის მუსიკალურ გაფორმებაზე ბრიტანელმა  მუსიკოსმა Labrinth-მა იმუშავა. მიუხედავად Labrinth-ის აქტიური მუსიკალური კარიერისა, ეიფორიისათვის შექმნილმა ნამუშევრებმა მას კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა.

არტისტისთვის ეს იყო პირველი სრული და დამოუკიდებელი დიდი პროექტი 2012 წლის Electronic  Earth  შემდეგ,რომელიც მისი სადებიუტო ალბომი იყო

ალბომი Labrinth-სთვის კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდა.მისი ნამუშევრები აღიარეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა  პლატინის სერთიფიკატი,ხოლო მასში შესული ნამუშვერები წარმატებით განთავსდა სხვადასხვა ქვეყნის არაერთ ჩარტში.

პარტიტურა აერთიანებს სხვადასხვა ჟანრს როგორიც არის გოსპელი, ჰიპ ჰოპი, ჯაზი , სოულის ელემენტები, ვხვდებით ასევე ელექტრონულ მუსიკას და ჰაუსს

Euphoria-იას პირველი სეზონის საუნდტრეკთა კრებული ციფრულად გამოიცა Sony Masterworks-ის და Milan Records-ის მიერ 2019 წლის 4 ოქტომბერს 

რაც შეეხება მეორე ალბომს, 2022 წლის 13 მაისს ხოლო ვინილზე 29 ივლისს. 

ალბომის გამოსვლას წინ უძღვოდა შვიდი ნამუშევარი მათ შორის ლანა დელ რეის “Watercolor Eyes” ასევე ზენდაიასა დაა დომინიკ ფაიკის დუეტი სახელწოდებით “Elliot’s song ” რომელზეც კვლავაც Labrinth-მა იმუშავა.ეს უკანასკნელი კი ნომინირებული იყო Primetime Emmy Awards ზე – საუკეთესო ორიგინალური მუსიკისა  და ტექსტის კატეგორიაში.რაც შეეხება სიმღერას სახელწოდებით “All for Us – გაიმარჯვა კიდეც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები