ვსაუბრობთ 2006 წლის კომედიურ დრამაზე “ეშმაკს აცვია პრადა” სადაც მერილ სტრიპმა შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსი -” საუკეთესო მსახიობი ქალი”-სთვის მიუზიკლსა და კომედიაში.
ამავე წელს გამოვიდა დამოუკიდებელი საუნდტრეკების კრებული ალბომის სახით . ფილმის მთავარი საუნდტრეკი ეკუთვნის თეოდორ შაპიროს თუმცა კრებულში ასევე შესულია მადონას, U 2 , ჯემიროქვაის და ალანის მორისეტის ნამუშევრები.
სამწუხაროდ კომპოზიტორ თეოდორს ამ კომპოზიციისთვის ჯილდო არ მიუღია, მაგრამ 2016 წელს ოქროს
გლობუსი მოიპოვა ფილმისთვის “სფაი” – საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.
მსოფლიო მასშტაბით ფილმმა 326 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, 41 მილიონი დოლარის საპირწონედ. 2006 წელს კი ფილმი 12 საუკეთესო ნამუშევარში მოხვდა.
2003 წელს 20th Century Fox მა იყიდა ვაისბერგერის რომანის კინოადაპტაციის უფლება. პროექტი არ დამტკიცდა იქამდე, სანამ მერილ სტრიპი მთავარ როლზე არ დაითანხმეს.
სტრიპმა კრიტიკოსთა აღფრთოვანება დაიმსახურა რითაც მოიპოვა გამარჯვება ოქროს გლობუსა და ოსკარზე ნომინაციაში – საუკეთეგსო მსახიობი ქალი, და როლისთვის მიიღო კინომსახიობთა გილდიის პრემია.
ფილმის გამოსვლის შემდეგ 10 წლის იუბილეზე პროდიუსერმა ვერიეთს განუცხადა რომ, ეს იყო მათთვის ყველაზე დიდი პროექტი. გადაღების პროცესში არც თუ ისე დიდი ფინანსების გამო მათ ბეწვის ხიდზე გაიარეს.
ეშინოდათ რომ ვერ შეექმნათ ფილმისთვის ისეთი ვიზუალი როგორიც გადაღებამდე იყო ჩაფიქრებული.
ამას გარდა ქასთინგზე მერილ სტირპმა რომელმაც წინასწარვე განსაზღვრა ფილმის წარმატება, მოითხოვა ჰონორარის მომატება, რაზეც მიიღო კიდეც თანხმობა