2024 წელს სემ ტეილორ ჯონსონმა მარისა აბელას მონაწილეობით გადაიღო ბიოგრაფიული ნამუშევარი ემი უაინჰაუსის ცხოვრებაზე.ფილმი კინოთეატრებში 2024 წელს ვიხილეთ, მსოფლიო მასშტაბით კი კინოგაქირავებიდან მისმა შემოსავალმა 51 მილიონი დოლარი შეადგინა.
ფილმი კონკრეტულად გვიყვება ემის ცხოვრების იმ პერიოდზე, როცა ლონდონის ჯაზ სოულ სცენიდან მსოფლიო ვარსკვლავად იქცა . ნამუშევარი ასახავს მტკივნეულ უერთიერთობებს, ალბომის შექმნასა და კრეატიულ პროცესებს, წარმატების რთულ გზას და მედიის ზეწოლას .
ხშირად კინოკრიტიკოსები ბიოგრაფიულ ნამუშევრებს მაღალ შეფასებებს არ უწერენ და უმეტესად მათი კომენტარებიც არაერთგვაროვანია , ამიტომაც არც ეს ნამუშევარი გახდა გამონაკლისი
2011 წლის ივლისში უაინჰაუსის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე კინორეჟისორმა სცადა მასზე ბიოგრაფიული პროექტების შექმნა, თუმცა არცერთი მათგანი არ განვითარებულა. 2018 წელს კი უაინჰაუსის მემკვიდრეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ფილმის გადასაღებად,ხოლო 2022 წლის ივლისისთვის StudioCanal-მა განაგრძო წარმოება და გადაღებები ლონდონში 2023 წლის იანვრიდან აპრილამდე მიმდინარეობდა
ორიგინალური საუნდტრეკთა კომპილაციური კრებული გამოვიდა 2024 წლის ამავე სახელწოდების ბიოგრაფიული ფილმისთვის Island Records-ის ლეიბლის ქვეშ, ორი გამოცემით – სტანდარტული გამოცემა 12 ტრეკით,ხოლო გაფართოებული გამოცემა 26 ტრეკით დაკომპლექტდა. ალბომში ძირითადად შედიოდა ემი უაინჰაუსის ორიგინალური ჩანაწერები და სხვა ვოკალური შესრულებები სხვადასხვა შემსრულებლებისგან.
Island Records-ს ლიცენზირებული ჰქონდა უაინჰაუსის სინგლების უმეტესობა. ორივე გამოცემა გამოვიდა 2024 წლის 12 აპრილს მუსიკალური სტრიმინგის სერვისებისა და კომპაქტური დისკების საშუალებით, ხოლო ვინილის გამოცემა 2024 წლის 17 მაისს იყო დაგეგმილი.