ტეილორ ჰეკფორდის ფილმი რომელიც რეი ჩარლზის ცოხვრებაზე გვიყვება, არსტისტის გარდაცვალებიდან თვეების შემდეგ გამოვიდა.
მთავარი როლი ჯეიმი ფოქსმა შეასრულა რისთვისაც ოსკარი მოიპოვა.შესანიშნავად განასახიერა უსინათლო არტისტი რომელიც 9 წლის ასაკში დაბრმავდა და მისი თაობის წარმატებული ხმა გახდა
ფილმი 2004 წელს გამოვიდა Universal Picture- მიერ. გამოსვლისთანავე დადებითი შეფასებები მიიღო ხოლო ჯეიმი ფოქსის შესრულებას კი უდიდესი წვლილი მიუძღვის ფილმის წარმატებაში.ფილმმა 25 მილიონ-ის ბიუჯეტით, 125 მილიონის მოგება მოიტანა
“რეიმ” მრავალი ჯილდო და ნომინაცია მიიღო. ნომინირებული იყო ოსკარის 77-ე დაჯილდოებაზე ექვს კატეგორიაში – მათ შორის “საუკეთესო ფილმი”სთვის
ჯეიმი ფოქსმა მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში, ასევე მიიღო ოქროს გლობუსი, ბაფტა, კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და გახდა კინოკრიტიკოსთა რჩეული. საბოლოოდ ჯეიმი გახდა მეორე მსახიობი რომელმაც მოიგო 5 მთავარი ჯილდო ერთ ნამუშევარში შესრულებული როლით.
რაც შეეხება საუნდტრეკთა კრებულს, ნომინირებული იყო ბაფტას ჯილდოზე, გამარჯვებით კი გაიმარჯვა ოქროს გლობუსზე საუკეთესო მუსიკისთვის