ლტოლვილების უწყვეტი ნაკადის გამო ხორვატიის პოლიციამ სერბეთის საზღვარზე 8 გამშვები პუნქტიდან 7 ჩაკეტა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ჩაკეტილია სასაზღვრო პუნქტებამდე მისასვლელი გზებიც.
მანამდე ხორვატიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვერ შეძლებენ მიიღონ მეტი მიგრანტი. ლტოლვილებს ხორვატიის გავლით დასავლეთ ევროპაში უნდათ გადასვლა.
23 სექტემბერს ევროპის კავშირის საგანგებო სამიტი გაიმართება, სადაც მთავარი თემა მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემები იქნება.