2018 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2354.3 ლარი (წლიური ზრდა5 პროცენტი);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1867.9 ლარი (წლიური ზრდა6 პროცენტი);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1785.0 ლარი (წლიური ზრდა0 პროცენტი).
2018 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 851.9 ლარით, ხოლო კაცების – 1360.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 42.5 და 66.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2018 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1186.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 43.2 ლარი). საქმიანობების სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2186.0 ლარი, წლიური ზრდა 10.9 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1811.4 ლარი, წლიური ზრდა 19.5 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება.