LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა აღიარა, რომ ფილმის გადაღების დროს რეალური სექსი ჰქონდა (ფოტო)

lopez

ჯენიფერ ლოპესმა გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, რომლის სახელწოდებაა „ვნახოთ რა მოხდება”. 49 წლის მომღერალი შოუს უახლოეს მეგობართან, ლეა რემინისთან ერთად სტუმროდბა, სადაც სკანდალური განცხადება გააკეთა. ლოპესის თქმით, მას ერთ-ერთი ფილმის გადაღებების დროს რეალური სექსი ჰქონდა, თუმცა მსახიობი არ ამბობს, რომელ ფილმზეა საუბარი. ენდი კოენის მიერ დასმულ შეკითხვას ლოპესმა დიპლომატიურად აარიდა თავი. ეს განცხადება მისი უახლოესი მეგობრისთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მომღერალმა კი მიანიშნა, რომ ეს იმ 40 ფილმიდან ერთ-ერთია, რომელიც ყველას ნანახი აქვს.

საინტერესოა, რომ ჯენიფერ ლოპესი სხვადასხვა დროს მარკ ენტონის, ბენ აფლეკსა და კასპერ სმარტს ხვებოდა. მან შეგნებულად არ დაასახელა პერიოდი, რომელზეც საუბრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები