LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი შეეცდება, თურქეთის საჰაერო სივრცე აღარ დაარღვიოს

108

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „ბიბისისთან“ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა დაუშვებელია.

„არავინ უნდა დაარღვიოს სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცე, ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ პრობლემას, განსაკუთრებით კი ამ დღეებში,“ – განუცხადა ზახაროვამ „ბიბისის“ კორესპონდენტს.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა რუსეთს დადოს პირობა, რომ მისი ავიაცია აღარ გადაიფრენს თურქეთის ტერიტორიაზე, სახაროვამ უპასუხა : „შევეცდებით.“

თურქეთის საჰაერო სივრცე ბოლო დღეების განმავლობაში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა უკვე ორჯერ დაარღვიეს. პირველი შემთხვევა რუსეთის ხელისუფლებაში ახსნეს როგორც „შეცდომა“, მეორე ფაქტთან დაკავშირებით კი ახსნა-განმარტება ჯერ არავის გაუკეთებია.

ნატოს გენერალური მდივანი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი თურქეთის საჰაერო სივრცეს განზრახ არღვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები