თბილისში 34 წლის ქალმა სუიციდი სცადა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
სანამ ქალი მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადახტებოდა, “ფეისბუქ” ლაივი ჩართო და პირდაპირ ეთერში მის სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, ფინანსური ვალდებულებები აქვს, რომლის დაფარვაც “თავდებებს” უწევთ. თავად კი მცდელობების მიუხედავად, სამსახურის დაწყებას ვერ ახერხებს. ამის მიზეზად, მან 1 წლიანი პირობითი სასჯელი და პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.
3 შვილის დედა მაშველებმა გადაარჩინეს.
“იმდენად პრობლემები მაქვს, იმდენად აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო… გაურკვევლობაში ვარ. მეც არ ვიცი როგორ აგიხსნათ და საიდან დავიწყო. რა გავაკეთო ვერ ვხვდები. ამ ჩალით დახურულ ქვეყანაში სამართალი სად ვნახო ვერ ვხვდები.
რადგან თურმე მე, იმიტომ რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ვიყავი და ვარ, ამიტომ არსად უნდა ვუმუშავო. სიცოცხლის სურვილს გიკლავენ, გაიძულებენ, რომ აღარ ისუნთქო. რა გავაკეთო მითხარით, სად წავიდე? ვის მივმართო?
მერე იმას იტყვიან, რომ “ნაციონალებმა” ფული გადაუხადეს და უთხრეს, რომ ეს გაეკეთებინა.
მე სიმართლეს ვუჭერ მხარს, მე თქვენ მოგმართავთ ბატონო პრეზიდენტო. რა გავაკეთო? ადამიანმა, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” მომხრე იყო, მეეზოვედაც ვერ უნდა იმუშავოს?
არანაირი სამსახური, არანაირი ხელის შეწყობა, ცოცხალი მკვდარი ვარ, გესმით რას ნიშნავს? 34 წლის ქალი ვითხოვ, რომ დამლაგებლად მაინც მამუშავეთ, რომ შვილებს საჭმელი მივუტანო.
არაფრის იმედი არ მაქვს, ამ ჩალით დახურულ ქვეყანაში.
მკვლელები, პედოფილები შეიწყალეს და რაღაცა სისულელე მუხლის გულისთვის საფლავში ჩამყვნენ. ერთი წელი პირობითის გამო, მეეზოვედაც ვერ უნდა ვიმუშავო.
3 წელია უმუშევარი ვარ, ვერსად სამსახური ვერ ვნახე.
ამ ქვეყნიდან ყველა გარბის, ვინც ნორმალურია. მე არაფერი დამრჩა გარდა იმისა, რომ ჩავხტე მტკვარში და ეს ფარატინა ფურცელი, რომ ერთი წელი უნდა ვიარო პირობითზე და რადგან პირობითზე უნდა ვიარო, მეეზოვედაც ვერ უნდა ვიმუშავო. ეს იცით რას ნიშნავს?
” – განაცხადა ქალბატონმა ხიდიდან გადახტომამდე.