იცანით ვინ არიან ამ ფოტოზე? – შესაძლოა დაწოლილი ბიჭი უფრო იცანით, ვიდრე მასზე ზემოდან მოქცეული გოგონა. დიახ, ეს ბიჭი თვით მაიკ ტაისონია, უდიდესი მოკრივე. გოგონა? – გოგონა კი… თუმცა თავად მაიკ ტაისონს ვათქმევინოთ:
– ერთხელ ჩემმა მეგობარმა კიუმ საღამოზე დამპატიჟა, რომელზეც ის გოგონაც უნდა მოსულიყო. წვეულება მეხუთე ავენიუს დახვეწილ აპარტამენტებში იმართებოდა…
ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორც ამიღწერა, თანაც უჩვეულო ინგლისური აქცენტი ჰქონდა. გავესაუბრეთ ერთმანეთს. მან იცოდა, ვინ ვიყავი და მომეჩვენა, რომ ჩემ მიმართ ინტერესი გამოიჩინა. ტელეფონები გავცვალეთ და მომდევნო დღეს ვიპოვე მისი ჩანაწერი. ტელეფონის ნომრის გასწვრივ ეწერა: ნაომი კემპბელი.