მიხეილ ცაგარელის 2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. 12 ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი თვეების მიხედვით.
ვერძი – წარმატებული წელია სულიერი ზრდისა და ცოდნის შესაძენად, მოგზაურობისთვის, უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების დასამყარებლად და საზღვარგარეთ სამუშაოს მოსაძიებლად, კარიერული წინსვლისა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩასაბმელად. მართალია, გაიცნობთ გავლენიან მფარველებს, რომლებიც დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში, მაგრამ მაინც მოგიწევთ გააქტიურება, ინტელექტუალური შესაძლებლობების და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა.
* იანვარი – კონფლიქტი მოგივათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, დაკისრებული
ვალდებულებები კი, მნიშვნელოვნად შეზღუდავენ თქვენს შემოქმედებით საქმიანობას.
* თებერვალი – შეძლებთ გააქტიურებას, რისკზე წასვლას და სასურველი შედეგის მიღწევას.
* მარტი – კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების თვეა.
* აპრილი – ახალ სფეროში მოსინჯავთ ძალებს და თავისუფლად გამონახავთ სარფიან
პროექტებს, არაა გამორიცხული მივლინებით გაემგზავროთ უცხოეთში, შეიძინოთ ახალი
ნაცნობები ან გამონახოთ საინტერესო სამუშაო.
* მაისი – შეძლებთ კაპიტალის წარმატებით დაბანდებას, მატერიალური მდომარეობის
გაუმჯობესებას და მსხვილი საყიდლების გაკეთებას.
* ივნისი, ივლისი – პრობლემები შეგექმნებათ პირად და საქმიან ცხოვრებაში, იმედს
გაგიცრუებენ შეუსრულებელი დაპირებები.
* აგვისტო – მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, თუმცა მოგიწევთ კოლეგების და
მეგობრების მოჭარბებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
* სექტემბერი, ოქტომბერი – მაღალია ფინანსური დანაკარგების და კონფლიქტების
ალბათობა, გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება.
* ნოემბერი, დეკემბერი – მარტივად აინაზღაურებთ გასული თვეების დანაკარგს.
კურო – ცვლილებების და სულიერი ტრანსფორმაციის წელია, რადგან რადიკალურად შეიცვლება თქვენი მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი და ჩვეულებები, გაგიჩნდებათ შეზღუდვებისგან თავის დაღწევის და მეტი დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი. პოზიტიური წელია სარფიანი კონტაქტების დასამყარებლად და შემოსავლების ახალი წყაროების მოსაძიებლად. მართალია, ნაკლებად იმოგზაურებთ, მაგრამ მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებთ სახლსა და სამსახურში, არაა გამორიცხული მოგიწიოთ გეგმების შეცვლა ან საერთოდ უარი თქვათ მათ განხორციელებაზე.
* იანვარი – მოგიწევთ ფინანსური სირთულეების დაძლევა.
* თებერვალი – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ტრავმებისა
და ავარიების ალბათობა.
* მარტი – მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, მაგრამ მეტწილად მაინც ახლობლების
პრობლემებზე მოგიწევთ ზრუნვა.
* აპრილი – წლის განმავლობაში ყველაზე რთული თვეა. უმჯობესია გაუფრთხილდეთ
ჯანმრთელობას, მოერიდოთ კაპიტალის დაბანდებას და მსხვილ საყიდლებს.
* მაისი – საუკეთესო პერიოდია ახალი ნაცნობების და შთაბეჭდილებების შესაძენად.
* ივნისი, ივლისი – უმჯობესია დაისვენოთ და არ სცადოთ მიმდინარე მოვლენებზე გავლენის
მოხდენა. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალდაბანდებას.
* აგვისტო – შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არაა გამორიცხული
მიიღოთ მემკვიდრეობა ან მოიგოთ ლატარეაში.
* სექტემბერი – კარგი თვეა ახალი სასიყვარულო პარტნიორის მოსაძიებლად ან ძველი
ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
* ოქტომბერი – მოერიდეთ მოვლენების ფორსირებას. მაღალია ტრავმების, კონფლიქტების
და დანაკარგების ალბათობა.
* ნოემბერი, დეკემბერი – საუკეთესო პერიოდია საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან
უთანხმოების მოსაგვარებლად და მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად,
რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ პრობლემების დაძლევას.
ტყუპები – წარმატებული წელია ახალი პარტნიორების შესაძენად. თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდებიან საიმედო ადამიანები, რომელბიც ნებისმიერი უსიამოვნების შემთხვევაში ამოგიდგებიან მხარში და გაგიწევენ დახმარებას. არაა გამორიცხული შეგიპყროთ შიშმა და ეჭვიანობამ, სამართლიანობის აღდგენის სურვილმა კი, გარშემომყოფებთან კონფლიქტში გაიძულოთ ჩაბმა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებას, რადგან მარცხი უგუნებობის მიზეზი გახდება და ნეგატიურად აისახება თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
* იანვარი – ენთუზიაზმით ჩაებმებით კოლექტიურ საქმიანობაში, მნიშვნელოვან წვლილს
შეიტანთ საერთო საქმეში, თუმცა ვერ მიიღებთ შესაბამის ანაზღაურებას და თავს
მოტყუებულად იგრძნობთ.
* თებერვალი – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, რადგან მაღალია
დანაკარგების ალბათობა.
* მარტი – მოიმატებს ოპტიმიზმი, ხალისით შეუდგებით გეგმების განხორციელებას.
* აპრილი – ზედმეტ დროსა და ენერგიას დახარჯავთ პროექტებზე, რომლებიც მხოლოდ
იმედგაცრუებას მოგიტანენ.
* მაისი – მეტი დაისვენეთ და ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, არ ღირს არც ახალი საქმეების
დაწყება.
* ივნისი – დინამიური, თუმცა არასტაბილური თვეა, რადგან კონფლიქტი მოგივათ
პარტნიორებთან, გაუთვალისწინებელი ხარჯი ან ფინასური დანაკარგი კი, უფრო მეტ
პრობლემას შეგიქმნით.
* ივლისი – მოერიდეთ კოლეგებთან ერთობლივ პროექტებზე მუშაობას, მსხვილ საყიდლებს
და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
* აგვისტო – შეძლებთ კონფლიქტების მოგვარებას და პარტნიორებთან ურთიერთობის
გაუმჯობესებას. წარმატებით იმოგზაურებთ და შეიძენთ ახალ შთაბეჭდილებებს.
* სექტემბერი, ოქტომბერი – ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში, რაც
ახლობლებთან კონფლიქტის და უთანხმოები მიზეზი გახდება.
* ნოემბერი, დეკემბერი – შეძლებთ დამშვიდებას და საკუთარ თავში გარკვევას, პარტნიორები
კი, მაქსიმალურად დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში.
კირჩხიბი – კარმული გამოცდების წელია, რადგან საქმიან და სიყვარულო პარტნიორებთან მოჭარბებული მოთხოვნების და პრეტენზიების ფონზე მოგიწევთ ურთიერთობების გარკვევა. მოულოდნელად აღმოჩნდებით კრიზისულ სიტუაციაში, გარშემომყოფთა ზეწოლა მნიშვნელოვნად შეზღუდავს თქვენს თავისუფლებას, უსაფუძვლო შიშები და ეჭვები კი, ხელს შეგიშლიან მოვლენების ობიექტურად აღქმასა და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად მარტივად მოიპოვებთ ხელმძღვანელთა კეთილგანწყობას, კოლეგათა მხარდაჭერას და შეძლებთ კარიერულ წინსვლას. არაა გამორიცხული მომავალ წელს სამსახური უფრო კომფორტული აღმოჩნდეს, ვიდრე სახლი.
* იანვარი – უმიზეზო ეჭვიანობა ხელს შეგიშლით გარშემომყოფებთან ურთიერთობაში,
გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება, რადგან სრულად იქნებით დამოკიდებული
მიმდინარე მოვლენებზე.
* თებერვალი – ცვლილებები სამსახურში პოზიტიურად აისახება თქვენს კარიერაზე, არაა
გამორიცხული დაწინაურდეთ ან მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო.
* მარტი – სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისთვის, ცოდნის შესაძენად და სულიერი
განვითარებისთვის.
* აპრილი – მოგიწევთ პრიორიტეტების გადაფასება და საკუთარ თავზე დამატებითი
პასუხისმგებლობის აღება.
* მაისი – სასიკეთო პერიოდია ახალი პარტნიორების შესაძენად და მეგობართა წრის
გასაფართოვებლად.
* ივნისი – საკმაოდ რთული თვეა, ამიტომ უმჯობესია გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და
მოერიდოთ კონფლიქტებს.
* ივლისი – მართალია გაძლიერდება ენერგოტონუსი, მაგრამ არც პრობლემები
მოგაკლდებათ, რომელთა მოგვარება გადადების გარეშე იქნება აუცილებელი.
* აგვისტო – კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
* სექტემბერი, ოქტომბერი – შეძლებთ საკუთარ ეჭვებში, პარტნიორებსა და მეგობრებთან
ურთიერთობის გარკვევას.
* ნოემბერი – ერთ-ერთი საუკეთესო თვეა, რადგან ოპტიმიზმით შეხედავთ მიმდინარე
მოვლენებს, სრულად გამოიყენებთ სასიკეთო შანსებს, შეძლებთ კარიერულ წინსვლას და
პროფესიულ განვითარებას.
* დეკემბერი – შეიძენთ ახალ პარტნიორებს, რომლებიც მაქსიმალურად იზრუნებენ თქვენს
წარმატებაზე.
* ლომი – ინდივიდუალურობით და არაჩვეულებრივი ნიჭით მარტივად მოხიბლავთ გარშემომყოფებს, მოიპოვებთ პოპულარობას და გააძლიერებთ ავტორიტეტს. წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით სასიკეთოა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა მოგიწევთ თავდაუზოგავი შრომა, მოლაპარაკებების და შეხვედრების გამართვა, რაც ნაწილობრივ შეზღუდავს თქვენს თავისუფლებას და ხელს შეგიშლით საყვარელი საქმის სრულფასოვნად შესრულებაში.
* იანვარი – მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას და მეტი დაისვენეთ.
* თებერვალი – პარტნიორები აუცილებლად დაგეხმარებიან ამბიციების სრულად
დაკმაყოფილებაში, პროფესიულ წინსვლასა და ლიდერის პოზიციის მოპოვებაში.
* მარტი – მართალია, გაიზრდება შემოსავლები, მაგრამ იძულებული გახდებით ისწავლოთ
დაზოგვა და ფინანსების სწორად გადანაწილება.
* აპრილი – წარმატებით დაასრულებთ ძველ საქმეებს და გაისტუმრებთ ვალებს, თუმცა
მოგიწევთ სერიოზული არჩევანის გაკეთება. მთავარია, არ აჰყვეთ ცდუნებას და
გონივრულად მიიღოთ გადაწყვეტილება.
* მაისი – შეძლებთ კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას.
* ივნისი, ივლისი – წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდია, რადგან მოიმატებს
კონფლიქტები, მოგიწევთ პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევა.
* აგვისტო – გაძლიერდება ენერგოტონუსი, იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, განუმეორებელი
შარმის და სექსუალურობის წყალობით კი, მარტივად მოხიბლავთ საპირისპირო სქესის
პარტნიორებს და თავით გადაეშვებით სასიყვარულო თავგადასავლებში.
* სექტემბერი – ფინანსური მოგების სანაცვლოდ მოგიწევთ დათმობაზე წასვლა და გარკვეულ
შეზღუდვებზე დათანხმება.
* ოქტომბერი – საკუთარი პოზიციების და პრინციპების დაცვა გარშემომყოფებთან კამათის
და ხშირი კონფლიქტების მიზეზი გახდება.
* ნოემბერი, დეკემბერი – ეგოიზმის დაძლევის შემთხვევაში აუცილებლად პოზიტიურად
შეცვლით საკუთარ ცხოვრებას, გააუმჯობესებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან,
კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან.
ქალწული – მეტად აქტიური და დინამიური წელია. შეძლებთ საქმიანი კონტაქტების დამყარებას, საინტერესო მოგზაურობის დაგეგმვას და ცოდნის შეძენას, რაც ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და სულიერ ტრანსფორმაციას, გაძლიერებული ავტორიტეტის ფონზე კი, მარტივად გააფართოვებთ გავლენის სფეროებს, თუმცა გაგჭირდებათ სხვათა ხელმძღვანელობით მუშაობა. იღბლიანი წელია შემოქმედებითი პროექტების შესამუშავებლად და ახალი სასიყვარულო პარტნიორის მოსაძიებლად.
* იანვარი – იმედგაცრუების და დანაკარგების თვეა.
* თებერვალი – შესრულებული საქმე არა მხოლოდ მორალურად დაგაკმაყოფილებთ, არამედ
ფინანსურ სარგებელსაც მოგიტანთ.
* მარტი, აპრილი – შეძლებთ ახალი პროექტების დაწყებას და სასიყვარულო პარტნიორის
მოძიებას, თუმცა გაგიჩნდებათ საკუთარი თავის შეცვლის სურვილი, რაც ნაკლებად
კომფორტული აღმოჩნნდება. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები, რადგან არაა
გამორიცხული მოულოდნელი ხარჯი სერიოზული დანაკარგით დასრულდეს.
* მაისი – შეძლებთ ცოდნის შეძენას და თვალსაწიერის გაფართოვებას, მოგზაურობას და
ახალი კონტაქტების დამყარებას.
* ივნისი – მოგიწევთ ძველი ვალდებულებების და გაცემული პირობების შესრულება.
* ივლისი – მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა, უმჯობესია გამოიჩინოთ თავშეკავება და
არ აჰყვეთ გარშემომყოფთა ნეგატიურ შეფასებას..
* აგვისტო – დაისვენეთ და მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას.
* სექტემბერი – მარტივად მოაგვარებთ უთანხმოებას პარტნიორებთან, შეძლებთ კარიერულ
წინსვლას და განვითარებას.
* ოქტომბერი – საკმაოდ რთული იქნება თვის დასაწყისი, როცა შეგექმნებათ მატერიალური
პრობლემები, ამიტომ მოერიდეთ კაპიტალის დაბანდებას და მსხვილ საყიდლებს.
* ნოემბერი, დეკემბერი – სასიკეთო პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისა და ბიზნესის
გასაფართოვებლად.
სასწორი – კავშირების გაფართოვების, თვითრეალიზაციის და სოციალური აქტივობის წელია. მართალია, ყოველთვის თავისუფლად შეძლებთ ინფორმაციის მიღებას, მაგრამ აუცილებლად უნდა ისწავლოთ მისი სწორად და დროულად გამოყენება. სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შეძენად, ცოდნის მისაღებად და თვალსაწიერის გასაფართოვებლად. თუმცა, ვერ ასცდებით უსიამოვნებებს ახლობლებთან და კოლეგებთან.
* იანვარი – მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა, ისარგებლეთ კომპეტენტური
ადამიანების რჩევით, რათა ფუჭად არ დახარჯოთ ძალა, დრო და ფინანსები.
* თებერვალი – შეძლებთ ახალი ნაცნობების შეძენას, პრინციპების, მოსაზრებების დაცვას და
საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას.
* მარტი – მოგიწევთ ახლობელთა პრობლემების გადაჭრა.
* აპრილი, მაისი – დაგეძაბებათ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, რაც სერიოზული
კონფლიქტების და დაპირისპირების მიზეზი გახდება. თუმცა, თუ რთულ პერიოდს
მშვიდად გაივლით, შეძლებთ მეტად მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებას და
სარგებლის მიღებას.
* ივნისი, ივლისი – კრიზისული პერიოდია, რადგან სერიოზული ცვლილებების
განხორციელება მოგიწევთ პირად და საქმიან ცხოვრებაში.
* აგვისტო – სოციალური აქტივობა, რომელშიც მეგობრების წყალობით ჩაებმებით
სიამოვნებასთან ერთად მნიშვნელოვან დივიდენტებსაც მოგიტანთ.
* სექტემბერი – მიაქციეთ ყურადღება დასუსტებულ ჯანმრთელობას. მეტი დაისვენეთ,
მოერიდეთ ახალი საქმის, სამსახურის დაწყებას და საკუთარ თავზე დამატებითი
პასუხიმგებლობის აღებას.
* ოქტომბერი – სრულად გამოიყენებთ სასიკეთო შანსებს და შეძლებთ რეპუტაციის აღდგენას.
* ნოემბერი – მარტივად დაძლევთ ფინანსურ სირთულეებს და დასახავთ ახალ გეგმებს.
* დეკემბერი – სასიკეთო პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და
ახალი კავშირების დასამყარებლად.
მორიელი – სასიკეთო წელია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთავარია ენდოთ ინტუიციას და გააკეთოთ სწორი არჩევანი. გაიზრდება თქვენი მოთხოვნები გარშემომყოფთა მიმართ, თუმცა გაგიჭირდებათ საიმედო პარტნიორების მოძიება, დამოუკიდებლად მოგიწევთ მოქმედება და მიმდინარე მოვლენების გაკონტროლება. მართალია, არ მოისურვებთ გარშემომყოფთა ინტერესების გათვალისწინებას და მათი აზრის მოსმენას, მაგრამ მაინც ხშირად მოექცევით სხვათა გავლენი ქვეშ.
* იანვარი – გაუსტუმრებელი ვალები და შეუსრულებელი პირობები კონფლიქტის მიზეზი
გახდება მეგობრებთან, თუმცა საკმაოდ კარგი პერიოდია ბიზნესის გასაფართოვებლად და
წარმატების მისაღწევად.
* თებერვალი – საუკეთესო დროა ახალი, სასარგებლო კავშირების დასამყარებლად და
ძველი რომანტიკული ურთიერთობების აღსადგენად, თუმცა გართობა და აზარტული
თამაშების სიყვარული საკმაოდ სოლიდურ თანხას დაგახარჯინებთ.
* მარტი, აპრილი – მართალია, მოგეცემათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი,
მაგრამ ყოველთვის ვერ შეძლებთ სიტუაციის სწორად შეფასებას და რისკიც ხშირად
აღმოჩნდება გაუმართლებელი.
* მაისი – შეძლებთ დამშვიდებას და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებას,
საიმედო პარტნიორები კი, აუცილებლად დაგეხმარებიან სტაბილურობის შენარჩუნებაში.
* ივნისი, ივლისი – კოსმიური გამოცდების პერიოდია, რადგან პრობლემები და სერიოზული
ფინანსური დანაკარგი პოზიციების დათმობას გაიძულებენ.
* აგვისტო – პარტნიორთა კრიტიკა დაასუსტებს თქვენს თვითრწმენას და შეარყევს
სამსახურეობრივ მდგომარეობას. ეცადეთ არ აჰყვეთ ცდუნებას და არ მოადუნოთ
ყურადღება, რათა არ იზარალოთ და არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები.
* სექტემბერი, ოქტომბერი – მოგიწევთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან სერიოზულ
კონფლიქტში ჩაბმა.
* ნოემბერი, დეკემბერი – წარმატებით დაძლევთ უსიამოვნებებს და გააუმჯობესებთ
ურთიერთობას ახლობლებთან.
მშვილდოსანი – მეტად სასიკეთო, სულიერი განვითარების წელია, რადგან გამარჯვების პლანეტა იუპიტერი მთელი წელი თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. მარტივად შეძლებთ ლიდერული თვისებების გამოვლენას, ძალაუფლების მოპოვებას და ამბიციური გეგმების განხორციელებას, მით უფრო, რომ იღბალიც თქვენს მხარეს იქნება.
* იანვარი – ფარული მტრები და კონკურენტები აქტიურად შეეცდებიან პრობლემების
შექმნას. მაღალია ტრავმების, ავარიების და ფინანსური დანაკარგის ალბათობა.
* თებერვალი – შეძლებთ დამშვიდებას, სასიკეთო შანსების სრულად გამოყენებას და
ბიზნესის გაფართოვებას, მეგობრებსა და კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.
მართალია, გარისკავთ და ნაკლებად მიაქცევთ ყურადღებას იურიდიულ ნიუანსებს, მაგრამ
მომავალში აუცილებლად ინანებთ საკუთარ გადაწყვეტილებას.
* მარტი – დიდ დროს დაუთმობთ ოჯახის საქმეებს და ახლობლებთან ურთიერთობას. კარგი
პერიოდია ფინანსების უძრავ ქონებაში დასაბანდებლად ან რემონტის დასაწყებად.
* აპრილი – არ გაგიჭირდებათ მიზნების განხორციელება და დიდი ხნის სურვილების
ასრულება, გაიცნობთ გავლენიან მფარველებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან
ბიზნესის გაფართოვებასა და კარიერულ განვითარებაში.
* მაისი – მოგიწევთ ძალის მობილიზაცია და თავდაუზოგავი შრომა, რათა ხელიდან არ
გაუშვათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი.
* ივნისი, ივლისი – მსხვილი დანაკარგების, პარტნიორებთან და ახლობლებთან
კონფლიქტების თვეა.
* აგვისტო – შეძლებთ შეცდომების გამოსწორებას. წარმატებით იმოგაზაურებთ და თავით
გადაეშვებით რომანტიკულ თავგადასავლებში.
* სექტემბერი – მაქსიმალურად აკონტროლეთ ამბიციები და მოჭარბებული სიამაყე, რადგან
არაა გამორიცხული გაიფუჭოთ სახელი და ურთიერთობა გარშემომყოფებთან.
* ოქტომბერი – ურთიერთგაგების ფონზე არ გაგიჭირდებათ პარტნიორებთან კომპრომისის
მოძიება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
* ნოემბერი – გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ ღირს ახალი საქმის დაწყება.
* დეკემბერი – მეტად წარმატებული თვეა ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარეაშიც.
თხის რქა – გრძელდება პლუტონისა და სატურნის ორწლიანი ნეგატიური გავლენა, ამიტომ ეს წელიც საკმაოდ რთული და პრობლემებით სავსე იქნება. იძულებული გახდებით იმოქმედოთ ფარულად და შეასრულოთ ე.წ. “რუხი კარდინალის” როლი. მართალია, მოიმატებს გონებაგამჭრიახობა, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, სწორად დასახავთ გეგმებს, მაგრამ მაინც ვერ შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას, რადგან პარტნიორები უარს იტყვიან პირობების შესრულებაზე, თქვენი სიჯიუტე და უკომპრომისობა კი, ახლობლებსა და კოლეგებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება.
* იანვარი – ოჯახის წევრებთან და საქმიან პარტნიორებთან დაძაბულობის, დაპირისპირების
თვეა, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. იძულებული
გახდებით გაისტუმროთ ვალები და იზრუნოთ სხვათა პრობლემების მოგვარებაზე.
* თებერვალი – შედარებით მშვიდი და სტაბილური თვეა, შეძლებთ უთანხმოების დაძლევას
და საკმაოდ რთული პრობლემების გადაჭრას.
* მარტი – მეტად დინამიური პერიოდია. არ გაგიჭირდებათ შემოქმედებითი პოტენციალის
გამოვლენა, იდეების განხორციელება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
* აპრილი – დაგეძაბებათ ურთიერთობა კოლეგებთან, რომლებიც არ მოერიდებიან თქვენთან
კონფლიქტში ჩაბმას. არაა გამორიცხული მოგიწიოთ საკუთარი შემოსავლის სხვისთვის
განაწილებაც.
* მაისი – შეძლებთ დამშვიდებას და საყვარელი საქმით სიამოვნების მიღებას.
* ივნისი, ივლისი – ისევ რთული, პარტნიორებთან კონფლიქტების პერიოდია. მოერიდეთ
მსხვილ ხარჯებს, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგების ალბათობა.
* აგვისტო – ეცადეთ ნაკლებად დაენდოთ კოლეგებს, პარტნიორებს და მოიპოვოთ ფინანსური
დამოუკიდებლობა.
* სექტემბერი, ოქტომბერი – შეძლებთ საინტერესო მოგზაურობის დაგეგმვას და სასიამოვნო
შთაბეჭდილებების შეძენას.
* ნოემბერი – აქტიურად ჩაებმებით სოციალურ ცხოვრებაში, გააუმჯობესებთ საკუთარ
პოზიციებს სამსახურში, დაემშვიდობებით წარსულს და ოპტიმიზმით დაიწყებთ ახალ
ცხოვრებას.
* დეკემბერი – ახლობლების დახმარებით შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების
მიღებას და ძველი საქმეების დასრულებას.
მერწყული – ფსიქოლოგიური გარდაქმნების, წარსულის გააზრების და გაანალიზების წელია, იძულებული გახდებით უარი თქვათ მოქმედებაზე და მხოლოდ გვერდიდან ადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას. თუმცა, მეგობრების დახმარებით მაინც შეძლებთ კოლექტიურ საქმიანობაში ჩაბმას და წარმატების მიღწევას. ნაკლებად სასიკეთო წელია ყოფითი და ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად, არაა გამორიცხული მოგიწიოთ ბინის შეცვლა ან რემონტის გაკეთება.
* იანვარი – გართობისა და დროსტარების სურვილი ხელს შეგიშლით პარტნიორების და
ოჯახის წევრების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში. გაუფრთხილდით
ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება
ემოციური მდგომარეობა, მით უფრო, რომ დაძაბული ურთიერთობა გარშემომყოფებთან
ნეგატიურად აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე.
* თებერვალი – სასიკეთო პერიოდია, არ გაგიჭირდებათ გააქტიურება და სამომავლო
გეგმების დასახვა.
* მარტი – მეგობრების წყალობით შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად და შემოსავლის ახალი წყაროების
მოსაძიებლად.
* აპრილი – ერთი შეხედვით სასიკეთო შესაძლებლობები, სინამდვილეში სარისკო და
ხიფათის მომტანი აღმოჩნდება, პრობლემები შეგექმნებათ კოლეგებთან, რომლებიც უარს
იტყვიან თქვენს ნდობაზე.
* მაისი – მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, კოლექტიურ აქტივობებს და ღონისძიებებს.
* ივნისი, ივლისი – რთული, იმედგაცრუებისა და მეგობართა ღალატის პერიოდია.
* აგვისტო – მართალია, მოიმატებს პარტნიორებთან კონფლიქტების ალბათობა, მაგრამ უკეთ
გაერკვევით საკუთარ და სხვათა შესაძლებლობებში.
* სექტემბერი, ოქტომბერი – ნაკლებად წარმატებული პერიოდია მატერიალური
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რადგან არ გაამართლებს რისკი და ავანტიურული
მოქმედება, არაა გამორიცხული ცრუ დაპირებებმა და არასწორმა გათვლებმა ბინის და
ფინანსების გარეშე დაგტოვოთ.
* ნოემბერი – კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და იდეების განსახორციელებლად.
* დეკემბერი – საინეტერსო შეხვედრების და რომანტიკული თავგადასავლების პერიოდია.
შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სტაბილურობის მოპოვებას.
თევზები – კარიერული წინსვლის, ავტორიტეტის გაზრდის და სოციალურ საქმიანობაში ჩაბმის წელია, მით უფრო, რომ გავლენიანი მეგობრების წყალობით არ გაგიჭირდებათ შემოქმედებითი ნიჭის, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა და საკმაოდ რთული პროექტების განხორციელება. მართალია, მოგიწევთ სხვათა პირობების გაზიარება და მათ მოთხოვნებს დამორჩილება, მაგრამ ნებისმიერ სირთულეს მარტივად გაართმევთ თავს. გაგიჩნდებათ განმარტოვების და ყველასგან დამოუკიდებლად მოგზაურობის სურვილი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ხარჯებს და სერიოზულ ფინანსურ პრობლემებსაც შეგიქმნით. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ალკოჰოლური სასმელების და ნარკოტიკული ნივთიერებების, ასევე ახლადშეძენილი ნაცნობების და საეჭვო ადამიანების მიმართ.
* იანვარი – მართალია, აქტიურად ჩაებმებით კოლექტიურ საქმეეში, რაც ხელს შეუწყობს
კარიერულ წინსვლას და ბიზნესის გაფართოვებას, მაგრამ მნიშვნელოვნად შეგეზღუდებათ
თავისუფლება და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა.
* თებერვალი – დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე არ ღირს გააქტიურება და
ზედმეტად გადატვირთვა.
* მარტი – სასიკეთო პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ერთობლივი
პროექტების განსახორციელებლად.
* აპრილი – მარტივად შეძლებთ ფინსნსური პრობლემების დაძლევას, რაშიც ძველი
პროექტებიდან მიღებული შემოსავლებიც დაგეხმარებათ.
* მაისი – მოიმატებს თვითრწმენა და ოპტიმიზმი, ახლობლები და მეგობრები კი, ძველი
პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან.
* ივნისი, ივლისი – არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, რათა არ შეიქმნათ
პრობლემები კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში.
* აგვისტო – მოგიწევთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და რამდენიმე
საქმის ერთდროულად გაკეთება.
* სექტემბერი, ოქტომბერი – მართალია, საკმაოდ დინამიური პერიოდია, მაგრამ პარტნიორთა
აქტიურობა სერიოზულად შეაფერხებს თქვენს ინდივიდუალურ პროექტებს, რაც
უსიამოვნების და სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება.
* ნოემბერი – შეძლებთ შეცდომების გააზრებას და მოქმედების სტრატეგიის შეცვლას,
მოგზაურობას და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას.
* დეკემბერი – საუკეთესო დროა გეგმების დასახვისა და ახალი პროექტების შესამუშავებლად, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.