ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა რუსთავში, მესხიშვილისა და ახმეტელის ქუჩებზე. მესხიშვილის ქუჩაზე ინტოქსიკაცია ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღეს, ახმეტელის ქუჩაზე კი ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა. ორივე შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, გაზით მოწამლულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.