LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერი რუნისთვის სპეციალურ მატჩს გამართავს

53

“მანჩესტერ იუნაიტედი” უეინ რუნის პატივსაცემად სპეციალურ საჩვენებელ მატჩს გამართავს. ეს მომდევნო ზაფხულს, 3 აგვისტოს მოხდება, აი მეტოქის ვინაობა კი ჯერ უცნობია.

თავად ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ შემოსულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს. თანხა მზრუნველობამოკლებული ბავშვების რამდენიმე ფონდში გადაირიცხება.

რუნი “მანჩესტერში” 2004 წელს 27 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა. ”ევერტონიდან” ადრეულ ასაკში მისულ რუნის დღემდე 236 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ დენის ლოუს (237) და ბობი ჩარლტონს (249) ჩამორჩება, რომლებსაც ალბათ გადაასწრებს კიდეც და “იუნაიტედის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

რუნის მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა და ხუთჯერ ინგლისის ჩემპიონობა. 7 მატჩის შემდეგ კი იგი გახდება მე-10 ფეხბურთელი, რომელიც პრემიერლიგის ისტორიაში 500-თამაშიან ნიშნულს მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g