LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხსაცმლის ახალი ბრენდი თბილისში კიდევ ერთ მაღაზიას გახსნის

615

ფეხსაცმლის მაღაზია ”კორსო იტალია” წლის ბოლომდე თბილისში ახალ მაღაზიას გახსნის. ამის შესახებ რადიო ”ფორტუნას” კომპანია ”აი სი არში” განუცხადეს. იტალიური დიზაინით დამზადებული ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი ქართულ ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა. ამ ეტაპზე ბრენდის ხუთი მაღაზია ფუნქციონირებს, აქედან სამი თბილისში, ერთი ბათუმსა და ერთიც ქუთაისში. ფეხსაცმლის ფასები მაღაზიაში 59 ლარიდან იწყება. ჩექმების საშუალო ფასი კი 119 ლარია. პროდუქცია მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელისგან აზიაში იწარმოება. ბრენდის ქართულ წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ არსებობის ორი თვის მანძილზე ”კორსო იტალია” მომხმარებელში საკმაოდ პოპულარული გახდა. კომპანიაში მიიჩნევენ რომ მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მოდური ფეხსაცმლის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობამ გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g