საოცნებო სამსახური და 130 ათასი დოლარი წელიწადში – ამერიკაში საინტერესო ვაკანსია გამოჩნდა. ვაკანსია წყვილისთვისაა განკუთვნილი და მათ მუშაობა სან-ფრანცისკოს სიახლოვეს მდებარე კუნძულზე მოუწევთ. შერჩეულ კანდიდატებს სასტუმროს განკარგვა და თითქმის ყველა მოვალეობის შეთავსება დაევალებათ. მათ შორის – დალაგება, სამზარეულოს მართვა, მიმღებში მუშაობა, ფინანსების განკარგვა და ასევე სტუმრების სანაპიროდან კუნძულამდე მიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩეულმა კანდიდატმა კატერის მართვაც უნდა იცოდეს.
თუმცა, ყველაფერი ასე იდეალურადაც არ არის, კუნძულზე არ არის ინტერნეტი, ტელევიზია და იქ მყოფები გარე სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილები იქნებიან. ანაზღაურების სახით კი 130 ათას დოლარს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო თანამშრომელთა შერჩევას 2019 წლის აპრილიდან დაიწყებს.