LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

39

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ბუქარესტში აქციები ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაიწყო.

20 ათასზე მეტი დემონსტრანტი მთავრობის მეთაურის, შს მინისტრისა და იმ რაიონის ხელმძღვანელის  გადადგომას მოითხოვდა, სადაც კლუბი მდებარეობდა. ამასთან, პროტესტის მონაწილეები მინისტრებს კორუფციაში ადანაშაულებენ.

„პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვინმემ უნდა აიღოს. ეს არის სერიოზული საკითხი და პირობას ვდებთ, სიტუაცია მალე დასტაბილურდება,“ – განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.

ღამის კლუბში კონცერტის მსვლელობისას გამოიყენეს პიროტექნიკა, თუმცა მის გამოყენებაზე კლუბის მფლობელს ლიცენზია არ ჰქონია. შედეგად, დაწესებულება დაიწვა, გარდაიცვალა 32 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები