LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ ქვეყანაში “ტამიფლუს” საკმაოდ დიდი პარტია შემოვა – ამირან გამყრელიძე

tamiflu

ხვალ ქვეყანაში “ტამიფლუს” საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუს” დეფიციტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი განცხადებით, პრეპარატი, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით დეფიციტში არაა, რაც შეეხება აფთიაქებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი.

“აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში “ტამიფლუს” საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98 პროცენტი H1N1-ია.

„ლაბორატორიული კვლევა ინდივიდუალურად ადამიანში გრიპის დიაგნოსტიკისთვის არ არის. კვლევის მიზანია, მხოლოდ მონიტორინგი, თუ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, გუშინდელი მონაცემებით, წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55 პროცენტში, დაახლოებით 230-ში დადგენილია გრიპის ვირუსი. 230-დან 98 პროცენტი არის H1N1. შესაბამისად, ჯერჯერობით, წელს ქვეყანაში ცირკულირებს H1N1. ოთხი-ხუთი შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, აფთიაქებში ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ და პირბადეებს ვერ ყიდულობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g