LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის აბაზანაში შიშველი სცენის გადაღების შეეშინდა

399

ანჯელინა ჯოლი, ერთი შეხედვით, თითქოს უშიშარი და ძალიან გაბედული ქალია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მასაც აქვს სუსტი წერტილები. New York Times-თან ინტერვიუში ჯოლიმ საკუთარ ეჭვებსა და შიშზე ისაუბრა.

მსახიობმა და რეჟისორმა აღიარა, რომ ფილმ „ზღვასთან ახლოს“ გადაღებაზე, რომელიც ანჯელინასა და ბრედ პიტის საერთო ნამუშევარია, შიშველი სცენების გადაღებისას შეეშინდა. შიში 2013 წელს გაკეთებული ორმაგი მასტექტომიის შემდეგ გაუჩნდა.

ანჯელინა ფილმში მთავარ როლში საკუთარ თავს არ მოიაზრებდა. როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მიხვდა, რომ რამდენიმე ეპიზოდში თამაში არ სურდა.

„ბევრ სცენას ამოვჭრიდი, მივხვდი, რომ უნდა გადაგვეღო სცენა, სადაც აბაზანაში შიშველი ვწევარ, ამან კი ძალიან შემაშინა“ – განაცხადა მსახიობმა.

თუმცა, ბევრი ფიქრის შემდეგ ანჯელინამ გადაწყვიტა, არაფერი შეეცვალა სცენარში.

„საკუთარ თავს ვუთხარი – დატოვე ყველაფერი ისე, როგორც არის. შენ არ შეგიძლია ამოჭრა სცენა იმიტომ, რომ სარძევე ჯირკვლები ამოგაჭრეს, ან იმიტომ, რომ დაქორწინებული ხარ და ხალხი განგსჯის რამის გამო. ეს ყალბი იქნებოდა,“ –  აღნიშნა ჯოლიმ.

მსახიობმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რაც მას და ბრედ პიტს გადაღების დროს შეექმნათ, ფილმში მსახიობები თამაშობენ წყვილის როლს, რომელთა ურთიერთობა ჩიხშია შესული. წყვილმა გადაღებები ქორწილის შემდეგ დაიწყო, თაფლობის თვის ნაცვლად.

„გადაღებების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვიფიქრე – ეს უნდა შევწყვიტოთ, წინასწარ რატომ არ ვიფიქრე?!ეს ხომ ფილმია დასასრულზე და ჩვენ ვჩხუბობთ, ერთმანეთს იმედს ვუცრუებთ… გვქონდა ცუდი და კარგი დღეები, ერთმანეთზე ბევრი ახალი რამ გავიგეთ და ბოლოსდაბოლოს მივხვდით ერთ რამეს – მაშინაც კი, როდესაც საქმე ცუდად მიდის, შეგიძლიათ, ყველაფერს გაუმკლავდეთ,“-  განაცხადა ჯოლიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g