LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალვაშის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს

59

ქიბარ ხალვაშის ადვიოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და სამართალი არ დარღვეულა. როგორც პაატა სალიამ რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა,

აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს 4 ნოემბერს  მიმართეს.

„მივმართეთ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი – კერძოდ, ტელეკომპანია რეალურად იმართება მესამე პირების მიერ. დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებებს იმ პირებისგან, ვისაც ამისი უფლება არ აქვთ. ეს გახდა ერთ ერთი საფუძველი, მოგვეთხოვა სასამართლოსთვის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ეს არ არის დაუყოვნებლივ აღსრულება.

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, აშკარა მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. სასამართლოს ჩვენ არ მივმართეთ აღსრულების დაუყოვნებელი მოთხოვნით, ჩვენ პატივს  ვცემთ საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან შეაჩერა სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 268 მუხლის ნაწილის მოქმედება, რომელიც კრძალავდა განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. თუმცა, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 271 მუხლი ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, ანუ იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც ჯერ არ არის მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სწორედ ეს საპროცესო შესაძლებლობა გამოიყენა ჩვენმა მხარემ და მიმართა სასამართლოს, რომ მაქსიმალურად იქნას არიდებული ტელეკომპანია იმ მოვლენებს, რომლებიც იგეგმებოდა და საზოგადოებამაც შეიტყო. ტელეკომპანიის ფუნქციონირება გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს ცვლილება არანაირად არ ითვალისწინებს, ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას, ამას პირველივე დღიდან ვაცხადებდით,“ – აღნიშნა სალიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები