LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედი მაქვს, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება” – მიხეილ გიორგაძე

giorgadze-mixeil-770x370

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ის ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ეს გაუგებრობა მალე გაირკვევა და დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება.

მისივე თქმით, საკითხის მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი ხელისუფლება.

„ინფორმაცია სულ რამდენიმე წამის წინ გავიგე, ამიტომ დეტალებს, თუ რა მდგომარეობაა ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, არ ვფლობ. თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან აქტიურად უნდა ჩაერიოს ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს კომპეტენცია გარევაჭრობის მოწესრიგების, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა პირველ რიგში, მიუხედავად იმისა ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია თუ არა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა, მალე გაირკვევა და დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება,“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან მცხეთის ჯვრის მონასტრის კარი დაკეტილია. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მონასტერი გარევაჭრობის გამო დაიკეტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g