LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 40 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

Power_Auction_XL_721_420_80_s_c1

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

მოთხოვნამ შეადგინა 77 150 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.220 პროცენტით, მაქსიმალური 7.310 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.278 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.250 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g