LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია დვალს : თქვენ ხართ მშიშრები, თქვენ თავის დროზეც გაიქეცით კომპანიიდან

98

ნიკა გვარამია ამბობს, რომ დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს შეეშინდათ აღებული ვალდებულებების და ცდილობენ, ის ზაალ უდუმაშვილს გადააბარონ. გვარამია დროებით მმართველებს მიმართავს, რომ მათ აქვთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფინანსებზე წვდომა და დროა, იმოქმედონ და საგადასახადო ვალდებულებები შეასრულონ.

„ფურცელი, რომელიც დღეს აფრიალეს, არ არის მინდობილობა კომპანიის სადღაც წარმოდგენის, რომელსაც არ დაჭირდებოდა ზალიკოს თანხმობა, ეს არის მინდობის ხელშეკრულება, რომელსაც სჭირდება ორივე მხარის დადასტურება. ნოტარიუსზე უფრო მძიმე გადაცდომა ჩაიდინა რეესტრმა, რომელიც ვალდებული იყო დაეხარვეზებინა ასეთი ტიპის დოკუმენტი. ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი. ეს არის ფარატინა ქაღალდი და უნდა იყოს ბათილი,“-  აღნიშნა გვარამიამ.

იგი მოითხოვს, სასწრაფოდ იქნას გამოძიებული „უკანონო დოკუმენტის“ შედგენის პროცესი და დადგეს როგორც ნოტარიუსის, ისე საჯარო რეესტრის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი.

„რაც შეეხება ბოდვას, რომ აქ ვინმე აპირებს ტექნიკის დაზიანებას, ნუ იმსჯელებთ თქვენი გაფუჭებულობის ხარისხიდან გამომდინარე. ამ კომპანიაში მე 3 წელია ვმუშაობ და გაცილებით მეტი ოფლი მაქვს ჩანთხეული ვიდრე თქვენ, ბატონო დვალო, რამდენი ხანიც არ უნდა ყოფილიყავით აქ.  ეს არის მედიაქალაქი და არა ორ ოთახიანი ოფისი და ჩემი ხელი აქვს ყველაფერი შეხებული, მათ შორის ტექნიკასაც. თქვენ ხართ მშიშრები, თქვენ თავის დროზეც გაიქეცით კომპანიიდან და ახლა სამი დღე საკუთარ სახლებში თბილად მოკალათებულებმაც ვერ გაძელით, რომ უკან არ დაგეხიათ და არ ჩაგესვარათ. ჩვენ ვართ აქ გამოკეტილები, როგორც ქაჯეთის ციხეში და ბოლომდე ვიცავთ კომპანიის ინტერესებს. დღეს დაადასტურეთ, რომ მთელი თქვენი დემაგოგია, რომ ტელეკომპანია უნდა დაიცვათ, მისი თავისუფლება უნდა უზრუნველყოთ და ა.შ. არის სრული სისულელე, პირველივე ხელის დაქნევაზე გაიქცევით აქედან, თქვენი სახლებდან გაიქეცით დღეს და უკანალზე ირტყამთ ფეხებს, ისეთი ტემპით გარბიხართ. რა ტელეკომპანია უნდა დაიცვათ თქვენ?!

გამოსავალი არსებობს, ის ნაპოვნია, მიბრძანდით სასამართლოში და თქვით, რომ ემიჯნებით ამ პროცესებს. მიიღებთ მყისიერად სამართლებრივ შედეგს და საკუთარ შედეგს და საკუთარ თავსაც დაიძვრენთ იმ მძიმე მატერიალური პასუხისმგებლობიდან, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით თქვენ დაგეკისრებათ მეგობრებო,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g