LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის ვეტერანს სცემეს და პენსია წაართვეს

veterani

სამამულო ომის ვეტერანი, სერგო მირზოიანი დააყაჩაღეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოხუცს სცემეს.

შემთხვევა თბილისიში, მის საცხოვრებელ სახლში, გორგასლის ქუჩაზე მოხდა. სერგო მირზაანის სახლიდან მისი პენსია და საოჯახო ნივთებია წაღებული.

შსს-ში ადასტურებენ, რომ მოხუცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g