ნჰლ-ს გუნდის “კალგარი ფლეიმსის” მეკარე დევიდ რიტიხი აუტისტ ძმას ტომას გასახდელისკენ გაუძღვა, სადაც ბიჭს საყვარელი მასკოტი დახვდა.
ტომასი არ ელოდა მასკოტ ჰარვის ნახვას, შეხვედრისას ალალი აღტაცება და გაოცება გამოხატა. ჯერ ძმისკენ გაიქცა ჩასახუტებლად, შემდეგ თილისმისკენ გაეშურა და მაგრად ჩაეხუტა.
Tomas Rittich, who has autism, met one of his heroes this week ❤️ pic.twitter.com/zwn4JCXrNi
— Calgary Flames (@NHLFlames) January 18, 2019
ამ სეზონში რიტიხმა 28 მატჩი ჩაატარა და მას 64 შაიბა შეუგდეს.
“კალგარი” დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.