მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა საქართველო. ამჯერად „მირორი“ წერს ჯეკ შეფარდის ქართველი ადვოკატის შესახებ, რომელიც, როგორც გამოცემა წერს, ყოფილი მოდელი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყოფილი მონაწილეა. გამოცემის თქმით, „ჯეკ შეფერდმა დაიქირავა გლამურული ადვოკატი, რომელიც „ბი-ბი-სი“-ს ჰიტი შოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე იყო. გამოცემა აქვეყნებს ვიდეოს „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ და ასევე მარიამ კუბლაშვილის ფოტოს.
იმავეს წერს კიდევ ერთი ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun წერს, მარიამ კუბლაშვილს იმისთვის, რომ ექსტრადიციას თავი აარიდოს, შეფერდი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყოფილ მონაწილე ადვოკატს 15 000 ფუნტზე მეტს გადაუხდის.
როგორც The Sun წერს, მარიამ კუბლაშვილი თავის ქვეყანაში ვარსკვლავია:
„მის კუბლაშვილი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ცნობილი სახე მას შემდეგ გახდა, რაც 2014 წელს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა“.