მაილი საირუსი იმ შემსრულებელთა სიას შეუერთდა, რომლებიც ,,გრემიზე” იმღერებენ.
ცნობილი გახდა ისიც, რომ Staples Center-ის სცენაზე ბრენდი კარლაილი და H.E.R. გამოვლენ.
შოუზე ასევე კამილა კაბეიოს, ქარდი ბის, Dan + Shay-ის, შონ მენდესს, ჟანელ მონესა და კეისი მასგრეივსს ვიხილავთ.
გაირკვა, რომ Post Malone, რომელიც ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ გასულ კვირას ზემოთხსენებულ გამომსვლელთა პირველ ნაწილში დააანონსა, საღამოზე Red Hot Chilli Peppers-თან ერთად წარდგება.
შეგახსენებთ, რომ 61-ე ,,გრემი”, რომელსაც ალიშა ქისი წაიყვანს, 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.