LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის მშენებარე სტადიონის შენობის ჭერი ჩამოინგრა [ფოტო]

16211336533ae8d471f8766cb9341421

ზუგდიდში, ცენტრალური სტადიონის მშენებარე შენობაში ჭერი ჩამოინგრა.სტადიონის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ახორციელებდა.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა აცხადებს, კომპანიას აქვს გარკვეული ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მომხდართან დაკავშირებით კი, მათთან კომუნიკაცია უკვე შედგა და კომპანიას პრობლემის მოგვარება დაევალა.

„ჩვენთვის ცნობილია ეს ფაქტი და უწყება პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს. მეორე სართულის ჭერზე იყო სხვა კონსტრუქცია, პირველზე სხვა. პირველი სართულის კონსტრუქციამ, თაბაშირის ჭერმა წყალი ვერ შეაკავა. სწორედ წვიმამ, წყალმა გამოიწვია სტადიონის დაზიანება. მეორეზე არ არის დაზიანება, რადგან ბეტონის კონსტრუქციაა. თუმცა ბეტონს დამატებით სჭირდებოდა გადახურვა. ამიტომ ჩამოვიდა წყალი“, – განმარტა მაიზერ ნანავამ.

მისივე თქმით, ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ხარვეზის გამოსწორებაზე მშენებელმა კომპანიამ იზრუნოს. თუკი, აღნიშნავს, რომ გამოიკვეთება უხარისხო მშენებლობის საკითხი, შემსრულებელი აუცილებლად დაისჯება.

სტადიონის პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია. პროექტის დამკვეთი კი, ქალაქ ზუგდიდის მერიაა.

ფოტო : .livepress.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g