LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 თებერვალიდან ბიზნესი დღგ-ს ზედმეტობას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს

dg

15 თებერვლიდან, ბიზნესი დღგ ზედმეტობას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წლებში საგადასახადო ორგანოები კონსერვატიულად უდგებოდნენ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების პროცესს. „ბიზნესიც საკმაოდ დამფრთხალი იყო, რადგან დღგ-ს უკან დაბრუნების შემთხევაში, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა შემოწმება. ჩვენ ამ სტერეოტიპს გადავხედეთ, მაგრამ ახლა გეტყვით სიახლეს, რითაც ეს მიდგომა საბოლოოდ იცვლება. 2018 წელს, დღგ-ს ზედმეტობის სახით უპრეცედენტო – 521 მლნ ლარი დაუბრუნდა ბიზნესს. თუმცა, ეს შედეგი დაიდო, როცა ჯერ კიდევ ე.წ. ხელის რეჟიმში მიმდინარეობდა პროცესი – ანუ მოთხოვნა შემოდიოდა კომპანიებიდან, შემდეგ ამას ჩვენი უწყებები განიხილავდნენ, ხდებოდა რისკების შეფასება და ა.შ. ამჟამად, ჩვენ ყველაფერი გადაგვაქვს ავტომატურ რეჟიმში, სადაც გვჯერა, რომ 90 პროცენტი ყველა მოთხოვნილი თანხისა, 24 საათში დაუბრუნდება ბიზნესს. ჩვენ ისე ავაწყვეთ რისკების სისტემა, რომ პრაქტიკულად, როდესაც მოთხოვნა დაფიქსირდება, იგი მომენტალურად გადის რისკების პროგრამას . პროგრამა დავხვეწეთ ისე, რომ სრულად ვართ დარწმუნებული 90 % თუ არა მეტი კომპანიების, გაივლის ამ ბარიერს. ასევე, ძალიან მარტივი იქნება შემოსავლების სამსახურის საიტზე შესვლა და პროცედურების გავლა. 24 საათის განმავლობაში ბრძანება შევა სახაზინო სამსახურში და გადახდის პროცესში ადამიანის მონაწილეობა გამორიცხული იქნება. მჯერა, რომ ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი.

რაც მთავარია, ნერგავს მთავარ სტერეოტიპს, რომ დღგ-ს დაბრუნება, არ უკავშირდება საგადასახადო შემოწმებას. თითოეულ ბიზნესს პრაქტიკულად ექნება განცდა, რომ ამ ოპერაციით, თავადვე იბრუნებენ დღგ-ს ისე, რომ ჩვენთან შეხება საერთოდ არ ექნებათ. რაც მთავარია, ტესტირების რეჟიმი დამთავრებულია და იანვრის ოპერაციებს შედეგად, ვისაც წარმოექმნება დღგ ზედმეტობა , 15 თებერვალს თანხას ამ სახით დაიბრუნებს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g