„მზიური ჯავახეთის“ წარმოებული პროდუქცია თბილისში გამოჩნდა. როგორც ,,ფორტუნას’’ კომპანიის წარმომადგენელმა მაქსიმ გილოიანმა განუცხადა, მათ მიერ წარმოებული ყველი, სულგინი, დო და სხვადასხვა სახეობის ლორი თბილისის სუპერმარეკეტებში ,,გილგათის’’ ბრენდით იყიდება.
”ფასები 8-ლარიდან იწყება. გაყიდვების ზრდის შემთხვევაში „მზიური ჯავახეთი“ ასორტიმენტსა და სარეალიზაციო არეალს კიდევ გაზრდის და თბილისის ბაზარზს სრულად აითვისებს” – განაცხადა გილოიანმა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მზიური ჯავახეთი“ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში აღებული 45 000 აშშ დოლარის სესხით 2014 წლის 9 მაისს ახალქალაქში გაიხსნა. საწარმოში ყოველდღიურად 3-3.5 ტონა რძე გადამუშავდება.