LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელი პომიდორი ქართულ ბაზარზე

286

კომპანია ,,ჯანმრთელი პროდუქტები’’ ასორტიმენტს და სარეალიზაციო ქსელს აფართოვებს.

როგორც კომპანიიდან ,,ფორტუნას’’ აცნობეს, ახალი პროდუქტი, უნიტრატო პომიდორი „სმარტის“ სუპერ-მარკეტების ქსელის გარდა, ,,გუდვილის’’ ქსელშიც გაიყიდება.

„პროდუქციის მოყვანა ბიოსტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიით ხორციელდება. უკვე დაწყებულია მუშაობა ბიო სერტიფიკატის მისაღებად. გაყიდვამდე უნიტრატო პომიდორი ლაბორატორიაში მოწმდება,“- აცხადებენ კომპანიაში.

,,ჯანმრთელი პროდუქტების’’ მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სუპერმარკეტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის’’ფარგლებში, შექმნილი ,,ჯანმრთელი პროდუქტების’’ სასათბურე მეურნეობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდაში მდებარეობს.

პოპულალურები