პოლიციამ თბილისში 4 მანქანის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა იანვარში თბილისში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 4 ავტომანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი თბილისში დააკავეს.
გამოძიება არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
