LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხუთავი აირით გარდაცვლილი ძმები გორში, დევნილთა დასახლებაში გადაასვენეს

454
50927227_2415235715156617_3708742987816108032_n

ისანში გუშინ გარდაცვლილი ძმები გვიან ღამით, გორში, დევნილთა დასახლებაში გადაასვენეს, სადაც მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

ჯონდო და ვახტანგ ყაზიშვილები ზემო არცევიდან დევნილები იყვნენ. ყაზიშვილებს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჰქონდათ ბინა ნაქირავები.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 7 გარდაცვლილს შორისაა ორი ძმა და მამა-შვილი, დანარჩენი სამი კი სხვადასხვა ოჯახის წევრია. გარდაცვლილები არიან: ძმები – 32 წლის  ვახტანგ ყაზაშვილი და 39 წლის ჯონდო ყაზაშვილი, მამა-შვილი – 29 წლის ანზორ სუთიძე და 54 წლის ბათუ სუთიძე, ასევე 28 წლის ნიკა კაპანაძე, 24 წლის ნუკრი ჩუბინიძე და 20 წლის ლაშა კობახიძე. ისინი თბილისში რეგიონებიდან სამუშაოდ იყვნენ ჩამოსული და ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ.

წინასწარი ვერსიით, გარდაცვლილები ბინაში მხუთავი აირის დაგროვებას ემსხვერპლნენ. მიზეზი კი, კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელია.

საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლებმა გამათბობლის საკვამლე მილის გაწმენდის შემდეგ, მასში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს. 

"საკვამლე მილში სავარაუდოდ ჩიტის ბუდე იყო" - ექსპერტკრიმინალისტებმა ტრაგედიის ადგილზე მუშაობა დაასრულეს

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სახლში სადაც 7 ადამიანი დაიღუპა, ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. მათ ბინაში წყლის გამაცხელებლის მილი მოხსნეს, რა დროსაცაღმოაჩინეს, რომ  მასში გაურკვეველი ნივთი იყო გაჭედილი. გავრცელებული ცნობით, ეს შესაძლოა ჩიტის ბუდე იყოს. გაზგაყვანილობის სპეციალისტების განცხადებით, ღიაკამერიანი გაზ გამათბობლის საკვამურში ჩიტი ბუდეს ხშირად იკეთებს, რადგან თავისუფლად ეტევა მასში. რაც შეეხება დახურულ კამერიან გამათბობლებს, მათ […]

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

ფოტო: ანა შეპკინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g