LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინის მფლობელს სადაც დღეს 7 ადამიანი დაიღუპა, დაკითხვის დროს გულის შეტევა დაემართა

Untitled

ბინის მეპატრონე, სადაც მხუთავი აირით 7 ადამიანი გარდაიცვალა, ისნის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, დაკითხვის დროს მას გულის შეტევა დაემართა. ალექსანდრე მურადოვს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიციის განყოფილებაშივე აღმოაჩინეს.ექიმის თქმით, ნერვიულობის ნიადაგზე პაციენტს წნევა ჰქონდა მომატებული. მისივე თქმით, ბინის მეპატრონემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე იმყოფებიან ასევე მეზობლები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებმაც პოლიციას მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

ქეთევან წამებულის 67 ნომერში 7 ადამიანი დღეს გარდაიცვალა. შვიდივე დაღუპული „ლიბერთი ბანკის“ მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.

მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის არიან მამა-შვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები