ყაზბეგის რაიონის სოფელ ფანშეტში მინერალური და მტკნარი წყლის საწარმოს მშენებლობის პროექტისათვის შპს ”ჯანმრთელი წყალი +“-ს 4 838 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.
საწარმო მინერალურ და მტკნარ წყალს ჩამოასხამს და პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს. ინვესტიციის საერთო მოცულობა 400 000 ლარია. საწარმოს წლიური სიმძლავრე 10 მილიონი ლიტრი იქნება. ”ჯანმრთელი წყალი +“ აპირებს 20 ადამიანის დასაქმებას, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის დროს გაცილებით მეტი მოქალაქე დასაქმდება.
პროექტი ”აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.