ოკუპანტების მიერ სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა დავით დურგლიშვილი გაათავისუფლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ
ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, გუშინ დააკავეს.
მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა.
მამა დავით დურგლიშვილი ოკუპირებულ სოფელ ავნევიდან არის, 2008 წლის შემდეგ კი გორში ცხოვრობს და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მსახურობს.