LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

602
Untitled design (2)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება.

საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში პრემიერი წერს, რომ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. მისი თქმით, სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.

„სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს“ – სუსი

პრემიერის აცხადებს, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.

„როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს „ქართული ოცნება“, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან“ – თეონა აქუბარდია სოფელ კირბალში მომხდარზე

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა – უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად.

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა – უკანონოდ დაკავების…

Posted by საქართველოს მთავრობა on Monday, November 6, 2023

 

 

პოპულალურები