ესაა შვეიცარიაში, წმინდა ანას სახელობის სამშობიარო სახლი. სამშობიარო ბლოკი ნამდვილად აღაფრთოვანებს ქალბატონებს. ესაა ადგილი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მშობიარეებისა და მელოგინეებისთვის. გარდა სპეციალური სამშობიარო საწოლისა, აქაა წითელი ჯაკუზი დიდი ბურთით. თუ მშობიარე მოისურვეს, შეუძლია მშობიარობის დაწყებამდე პერიოდი აქ გაატაროს.
გარდა ამისა, სამშობიარო ბლოკი კომფორტულ ოთახს გავს, რომელიც სახლის ატმოსფეროს მოგაგონებთ. აქაა სამზარეულო ყველა პირობოთ, მაგიდა სასადილოდ, ბავშვის საწოლი საჩურად კლინიკისგან და კვების მენიუ. ცალკეა მისაღები ოთახი სტუმრებისთვის, აბაზანა და ფანტასტიური ხედი ფანჯრიდან.