LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტო-ექსპერტი: ვინც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციას კრძალავს, არაფერი არ იცის

216

ვინც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციას კრძალავს იმან საერთოდ არაფერი არ იცის. ამის შესახებ ”ფორტუნას” ავტოექსპერტმა ზაზა მჭედლიშვილმა განუცხადა.

მჭედლიშვილის თქმით, ავტოსაკითხებთან დაკავშირებით სპეციალისტების აზრს არავინ არ ითვალისწინებს.

”ჩემი აზრით, ვინც ამას კრძალავს, იმან არაფერი იცის. თუ ამით ფიქრობენ რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები არის საცობების მიზეზი,  მე მათ ჩამოვუთვლი  სხვა მილიონ მიზეზს რაც ქმნის საცობებს. რაც შეეხება, საავარიო სიტუაციებს. საავარიო სიტუაციები მძღოლების გამო იქმნება და აქ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი არაფერ შუაშია”, – განუცხადა ”ფორტუნას” მჭედლიშვილმა.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამისი ცვლილებები  “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დღეს  მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g